Khatuna Sharadze is an emigrant in Italy. Her family consists of 3 members: Khatuna, Kote and little girl Mariam

At the beginning of our conversation, Khatuna tells me: "If I have to live somewhere outside my country, this would probably be the city the most similar to Ozurgeti, Castellana Grotte";
Khatuna starts telling the story . Her humor suddenly overlays to her sadness like a rainbow and we laugh heartily.

Beyond her stories, there is a devoted mother, who is ready to do anything for Mariam, bear all the pain, stand on her feet firmly, even on high heels because her daughter needs it.
Mariam is a lighthouse for Khatuna, that is seen from afar as a guide and a guarantee that the powerful waves shouldn’t slip her mother away from the road. And so, she floats towards the lighthouse!
The road is hard, very hard, but she sees the lighthouse.
Mariam was 4 years old when her family's whole life was packed in 27 kilogram luggage bag and they joined a large wave of immigrants.

In my stories, Mariam will probably be the smallest immigrant I will write about.
And I often think, what will the life of this little girl be like, what will be the values that will farther influence to shaping her personality.

An inner voice is telling me: Mariam is with her parents, with strong people and they will be able to do everything together, overcome the insurmountable and I believe in that!
"We found ourselves in a foreign country and I did not know how to turn on the light! But I love when everything shines and gleams" - Khatuna tells me and shares her heartache:
"It is very sad that I am no longer doing my favorite job. Like other immigrants, my work is very far from my profession.

One day I came up with an idea to make an exhibition of photos of the houses I worked as a cleaning lady. I speak loudly on this topic because I want to break stereotypical negative attitude related to physical labor in Georgian society.
Wherever I worked physically, there were always people from wealthy families around me who worked exactly like me.

Living in emigration and the experience I gained here, made a little man of respect, living inside me, disappear. "These are my thoughts today - whatever you do, you must do it with dignity,"- she tells me at the end , and I agree.

"The fight to save our family started from a 13-square-meter apartment. It was the time when I intensified my desire to read the most horrible things that was ever written about human history.
Those stories have rescued me . I will survive too like they have. I'm in a better place. My beloved people are with me. Mariam is with me.
Mariam is seven years old now . She cares about everything. Starting with the colorful clothes hanging on the rope, ending with the feathers of the pigeons, the pigeons whose old-fashioned nest overlooks the balcony of our house.

Whatever I do she is interested in everything. She writes if I write , she reads if I read, she cleans if I clean, she cries if I cry. I have to make everything around her to be colorful and I have to smile often.
I start learning about a life that can serve as a model for Mariam!
That day will forever remain in my memory when I could not buy the balloon, Mariam asked for, but one miracle happened that day that saved me ... now I believe in miracles!
The story started like this: one day we decided to buy lottery tickets. 1 ticket costed 2 euros and we allowed ourselves to buy only one.

We filled out two tickets, my husband squeezed both of them, put them in his fist, and told me to choose one. I chose one. A few days passed and my husband handed me that lottery ticket and said: Maybe you can ask someone for help to check this ticket. Maybe we won something. That day we had only 10 euros remaining in our budget. And that was the amount we all had left from Georgia.
It was month of April, we arrived in Italy in February. It was a city holiday on the street that day. Every street was wonderfully decorated with statues of the Virgin Mary and colorful balloons and flags;
Suddenly Mariam shook my hand and asked me to buy a balloon.
I could not think of anything, how to talk to my daughter, how could I refuse to buy a single balloon ... meantime, we found ourselves at the booth where my ticket was passed by someone to a cashier and asked - "controlare ". Oh my God, I could have said that word too.
I was with my thoughts when suddenly a Georgian girl, whom I asked for help, said to me with excitement: Khatuna, you won! You won 300 Euros!
That day I realized I was going to survive!
I bought a balloon for Mariam, And some food supply and that was the beginning!
Then Franco and Rosa appeared in our life the most glorious Italians! They have become symbols of humanity for me. At first they brought food to our doorstep and left in silence. They used to give to my Mariam everything whatever I could not afford to give her.
Franco and Rosa are an elderly couple who have a shop in the city. They often help Georgians.
They also helped me to get my first job. It's very important the support and recommendation of a local Italian in this area.
One day Mariam insisted on going to the kindergarten with Rosa. Rosa did not refuse her little friend. I followed behind. I saw, Mariam walking down along the corridor through her peer group, holding Rosa by her hand.
Why did you do that? - I asked her in the evening. She replied: "I showed the children that I also had an Italian friend".

Socializing in a foreign environment for Khatuna and her family is a special line in the story of my hero.
Beyond Khatuna's social status is a person who gave her a hand of feminine solidarity and brought her back to society. This is an Italian journalist Daniela Loveche, a colleague of Khatuna; This is the story of a great friendship between two women of different nations that I will tell you in the future;
I want to end the story with Khatuna's Facebook post, where there's a great melancholy, but also a great hope. She writes about Mariam again: "She went, she went to school too...
I have never gained anything in my life without a lot of hard work, toil, walking on the sharp side of the blade, getting through the hole of the eye of the needle, spinning a mill's stone over my head, and what I have never gained in Georgia, ironically or for some other reason, I got here in Italy ...
Here is my chiromancy, astro-physics, cosmos, philosophy of numerology, the gift of the universe or the very first answer to the very first question - the Lord!
There is a few days of chain spinning behind this photo. A story of care, help, support and love. Delayed processes and lots of calls in different directions to get the desired result ...
This, seemingly ordinary story, has been made unusual by the love of the foreign people to us. If the God is on your side there is never anything difficult.
You probably believe that I preferred to have my Mariam live on Georgian soil and say hello in Georgian today.
You probably believe that I also preferred that I heard the laughter of Georgian children.
Let go of the emotions. If you observe you will see that I always write about the difficulties I have already overcome, but not about the expected ones. I told you what we have gone through, only to store emotions but not to expose them.
I am already a schoolgirl's mother .
God bless my Georgian friends here.
We arrived in Italy on February 8, 2018. Today is September 18 and Mariam is number 8 on the class list.
A symbol of infinity, two circles, a great union and the start of a little girl towards new discoveries! ”
Tbilisi - Castellana Grotte/ Italia
March 23, 2021
 

Project "50 Stories about Georgian Emigrants"
Author of the idea: Lela Tsitlanadze;
Author of the English text: Tamuna Samkharadze;

#50ისტორიაქართველემიგრანტებზე
#50storyofgeorgianamigrants
#50successstory
#50წარმატებისისტორია
#დეილკარნეგისცენტრი
#ლელაწითლანაძე

ხათუნა შარაძე ემიგრანტია იტალიაში. მისი ოჯახი 3 წევრისგან შედგება: ხათუნა, კოტე და პაწაწინა გოგონა მარიამი;

ჩვენი საუბრის დასაწყისში ხათუნა მეუბნება: „თუ ჩემი ქვეყნის გარეთ სადმე უნდა მეცხოვრა, ალბათ, ეს ქალაქია ოზურგეთთან ყველაზე ახლოს Castellana Grotte“;
ხათუნა ამბების მოყოლას იწყებს. იუმორი მის სევდიან ამბებს უცებ ცისარტყელასავით გადაევლება და ჩვენც გულიანად ვიცინით. ისტორიების მიღმა კი ჩანს თავდადებული დედა, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს, ყველა ტკივილი აიტანოს, დადგეს ფეხზე, ჩაიცვას ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე იმისათვის, რომ ეს მარიამს სჭირდება.

მარიამი ხათუნასთვის შუქურაა, რომელიც შორიდან მოსჩანს როგორც გზამკვლევი და იმის გარანტი, რომ დედა ცხოვრების მძლავრმა ტალღებმა სადმე არ გადააგოს. ისიც მიცურავს შუქურისაკენ! გზა მძიმეა, ძალიან მძიმე, მაგრამ ის ხომ შუქურას ხედავს.

მაშინ, როდესაც წელგამართული ოჯახის მთელი ცხოვრება 27 კილოგრამ ბარგში ჩაეტია და ოჯახი ემიგრანტთა დიდ ტალღას შეუერთდა, მარიამი 4 წლის იყო.
ჩემს ისტორიებში, ალბათ, მარიამი ყველაზე პატარა ემიგრანტი იქნება, ვისზეც მე დავწერ. ვფიქრობ, როგორი იქნება ამ პაწაწინა გოგონას ცხოვრება, როგორ ჩამოყალიბდება მასში ის ფასეულობები, რომელიც მას ცხოვრებაში დაეხმარება?

შინაგანი ხმა კი მეძახის: მარიამი მშობლებთან არის, ძლიერ ადამიანებთან და ისინი ერთად ყველაფერს შეძლებენ, დაუძლეველს დაძლევენ და მე ამის მჯერა!
„აღმოვჩნდით უცხო ქვეყანაში და არ ვიცოდი შუქი როგორ ამენთო! არადა მიყვარს, როდესაც ყველაფერი ანათებს და ბრწყინავს” – მეუბნება ხათუნა და თავის გულისტკენას მიზიარებს:

“მთრგუნავს ის, რომ საყვარელ საქმეს აღარ ვაკეთებ. სხვა ემიგრანტების მსგავსად, ჩემი საქმიანობა, ჩემი პროფესიისაგან ძალიან შორს არის. (ხათუნა პროფესიით ჟურნალისტია და ერთ–ერთ მუნიციპალიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღანელობდა; ავტ.)
ერთხელ, ასეთმა აზრმაც გამიელვა, მოდი ერთ დღეს, იმ სახლების ფოტო–გამოფენას გავაკეთებ, რომელსაც მე აქ ვალაგებდი. ამ თემაზე ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა ქართულ საზოგადოებაში ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული ნეგატიური შეხედულება დაიმსხვრეს.
ემიგრაციაში ცხოვრებამ და აქ მიღებულმა გამოცდილებამ, ჩემში მცხოვრები პატივმოყვარეობის პატარა კაცუნა გააქრო. დღეს ასე ვფიქრობ - რასაც არ უნდა აკეთებდე, ღირსეულად უნდა აკეთო“! – მეუბნება ხათუნა და მეც ვეთანხმები!
  
„ჩვენი ოჯახის გადარჩენისათვის ბრძოლა 13 კვადრატული ბინიდან დაიწყო. ამ დროს გამიმძაფრდა სურვილი, წამეკითხა ყველაზე საშინელი ამბები, რაც კი ადამიანებსა და კაცობრიობას გადახდენია. მე ამ ისტორიებმა გადამარჩინეს. სხვებმა თუ გადაიტანეს გადავიტან მეც. მე რა მიჭირს, ჩემთან არიან ჩემი საყავარელი ადამიანები, ჩემთან არის მარიამი.
მარიამი ახლა შვიდი წლისაა. ყველაფერი აინტერესებს. თოკზე გაფენილი ჭრელი ტანსაცმლით დაწყებული, მტრედების ბუმბულით დამთავრებული, იმ მტრედების, რომელთა მოძველებულ ბუდეს, ჩვენი სახლის აივანი გადაჰყურებს.

რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაფრით ინტერესდება. ვწერ - წერს, ვკითხულობ - კითხულობს, ვალაგებ -ალაგებს, ვტირი - ტირის. იძულებული ვარ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ არის იყოს ფერადი და მე ხშირად ვიღიმებოდე.
თავიდან ვსწავლობ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება მარიამს ნიმუშად გამოადგეს!
ის დღე სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიარებაში, როდესაც მარიამმა ბუშტის ყიდვა მთხოვა და მე ვერ ვუყიდე, მაგრამ მაშინ ერთმა სასწაულმა გადამარჩინა... დღეს სასწაულების მჯერა!
ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ დღეს ლოტოს ბილეთების შევსება გადავწყვიტეთ. 1 ბილეთი 2 ევრო ღირს და ჩვენ საკუთარ თავს მხოლოდ ერთის შეძენის უფლება მივეცით. შევავსეთ ორი ბილეთი, ჩემმა მეუღლემ დაჭმუჭნა, მუჭში მოიქცია და მითხრა, რომელს აირჩევო. ავირჩიე ერთი. გავიდა რამდენიმე დღე და ერთ დღეს მეუღლემ უკანა ჯიბიდან ლოტოს ეს ბილეთი გამომიწოდა და მითხრა: იქნებ ვინმე ქართველი გაიყოლო, ნახო, რამე ხომ არ მოვიგეთო.

10 ევროღა გვქონდა იმ დღეს და ეს იყო ის თანხა, რაც, საქართველოდან დაგვრჩა. აპრილის თვეა, ჩვენ თებერვალში ჩამოვედით. იმ დღეს ქუჩაში ქალაქის სახელობის დღესასწაული დამხვდა. ყველა ქუჩა საოცრად მორთული იყო ღვთისმშობლის ქანდაკებებითა და ფერად–ფერადი ბუშტებითა და დროშებით;
უცებ მარიამმა ხელი დამქაჩა და მთხოვა ბუშტი მეყიდა. ვერაფერი მოვიფიქრე, როგორ უნდა მელაპარაკა ჩემს შვილთან, როგორ მეთქვა უარი... ამასობაში იმ ჯიხურთან აღმოვჩნდით, სადაც ჩემი ბილეთი მიაწოდეს და უთხრეს „კონტროლარე“. ღმერთო, ასე მეც ხომ შემეძლო მეთქვა. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ქართველი გოგო, რომელიც დასახმარებლად გავიყოლე, გაბრწყინებული თვალებით მეუბნება:
ხათუნა, მოიგე!
300 ევრო მოიგე!
ამ დღეს მივხვდი რომ გადავრჩებოდი!
მარიამს ბუშტი ვუყიდე, მარაგიც შევავსე და ეს იყო დასაწყისი!
შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ფრანკო და როზა, ყველაზე დიდებული იტალიელები! ისინი ჩემთვის ადამიანობისა და ჰუმანურობის სიმბოლოებად იქცნენ. პირველად საკვები მოგვიტანეს და კარის ზღურბლთან ჩუმად დაგვიტოვეს;

ის, რისი მიცემასაც მე ვერ ვახერხებდი მარიამისთვის, აძლევდნენ ფრანკო და როზა. ისინი ხანში შესული ცოლ–ქმარია და ქალაქში მაღაზია აქვთ. ქართველებს ხშირად ეხმარებიან. მეც დამეხმარნენ ჩემი პირველი სამსახური რომ მეშოვა. ამ სივრცეში მნიშვნელოვანია ადგილობრივი იტალიელის მხარდაჭერა და რეკომენდაცია.
ერთხელ მარიამმა დაიჟინა, ბაღში როზას წაეყვანა. როზამ თავის პატარა მეგობარს უარი არ უთხრა და წაყვა. მეც უკან გავყევი. ვხედავ, ბაღის შესასვლელთან მარიამმა როგორ ჩასჭიდა ხელი როზას და ისე გაიარა გრძელი დერეფანი, სადაც უამრავი მისი თანატოლი ირეოდა. ასე რატომ მოიქეცი? – ვკითხე მარიამს საღამოს. მიპასუხა: ბავშვებს ვაჩვენე, რომ, მეც მყავდა იტალიელი მეგობარი“;
ხათუნასა და მისი ოჯახის უცხო გარემოში სოციალიზაცია განსაკუთრებული ხაზია ჩემი დღევანდელი გმირის ისტორიაში.

ხათუნას გვერდით არის ადამიანი, რომელმაც მას ქალური სოლიდარობის ხელი გაუწოდა და საზოგადოებაში დააბრუნა. ეს იტალიელი ჟურნალისტი დანიელა ლოვეჩეა, ხათუნას კოლეგა; ეს არის ორი ერის წარმომადგენლისა და ორი ქალის დიდი მეგობრობის ამბავი, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად მოგიყვებით;
ისტორია მინდა დავასრულო ხათუნას ფეისბუქ–პოსტით, სადაც დიდი სევდაა, მაგრამ დიდი იმედიც. ის ისევ მარიამზე წერს:

„წავიდა, სკოლაშიც წავიდა...

ცხოვრებაში არასოდეს არაფერი მიმიღია დიდი შრომის, წვალების, სამართებლის პირზე სიარულის, ნემსის ყუნწში გაძვრომის, დოლაბის ქვის დატრიალების გარეშე და ის, რაც არასდროს მიმიღია საქართველოში, ბედის ირონიითა თუ რამე სხვა მიზეზის გამო მივიღე აქ, იტალიაში...
ესეც, ჩემი ქირომანტიის გადაკვეთა, ასტრო-ფიზიკა, კოსმოსი, ნუმეროლოგიის ფილოსოფია, სამყაროს საჩუქარი ან ყველაზე პირველი კითხვის, პირველი პასუხი - უფალი!
ამ ფოტოს მიღმა რამდენიმე დღიანი ჯაჭვური წრე ტრიალებს. ზრუნვის, დახმარების, მხარდაჭერის და სიყვარულის ამბავი. გაჭიანურებული პროცესები და უამრავი სხვა და სხვა მიმართულებით განხორციელებული ზარი, სასურველი შედეგის მისაღებად...
ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი, არაჩვეულებრივად, ჩვენმა უცხოელობამ და ჩვენთვის უცხოელი ადამიანების გაერთიანებულმა სიყვარულმა გადააქცია.
თუ ღმერთი შენკენ არის, ძნელი არასოდეს არაფერია.
ალბათ, გჯერათ, რომ მერჩივნა, ჩემს მარიამს საქართველოს მიწაზე ეცხოვრა და დღეს, გამარჯობა, ეთქვა.
ალბათ, გჯერათ, რომ მეც მერჩივნა ქართულად, მოხდენილი ვყოფილიყავი და ქართველი ბავშვების სიცილი მომესმინა.
ემოციას შეეშვით. თუ დააკვირდებით ყოველთვის უკვე გადალახულ სირთულეებზე ვწერ და არა მოსალოდნელზე. ის რაც გავიარეთ და გიყვებით, მხოლოდ ემოციების შენახვაა და არა გამზეურება.
მე, უკვე მოსწავლის დედა ვარ!
ჩემი, აქაური ქართველი მეგობრები დამილოცე უფალო.
ჩვენ 2018 წლის 8 თებერვალს ჩამოვედით იტალიაში. დღეს 18 სექტემბერია და მარიამი სიაში მე-8-ე ნომერია.
უსასრულობის სიმბოლო, ორი წრე, დიდი გაერთიანება და პატარა გოგოს სტარტი ახალი აღმოჩენებისკენ!“
თბილისი – –კასტელანა გტოტე/იტალია
2021 წელი 23 მარტი

პროექტი „50 ისტორია ქართველ ემიგრანტებზე“პროექტის ავტორი: ლელა წითლანაძე;ინგლისური ტექსტის ავტორი: თამუნა სამხარაძე;

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები