„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული გიორგი ხოჭავა: სამმართველოს ეზოდან გამოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში, ჩამსვეს და ეს არაადამიანი მეუბნება, რომ ქურდობა უნდა მეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი

„19 წლის ვიყავი. საღამო იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით გასავლელი მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„აბსოლუტურად ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მიმიყვანდნენ, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. მიმიყვანეს სამმართველოში, გაჩერდნენ და დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს, მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას ვუთხარი შემდეგი სიტყვები, რომ „ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
1747140346
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...
1747138259
საზოგადოებაანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში
ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...
1747138202
საზოგადოებაანა წითლიძე: ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია
ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლ...
1747137677
საზოგადოებაანა წითლიძე: სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წ...
1747137445
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველო იმყოფება „ცალმხრივი მეგობრობის“ მძევლობაში - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, „ევროსაბჭოთა კავშირი“, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება - ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილს, სოციალური ქსელით ეხმი...