კვირაცხოვლობის წირვა ფლორენციის ქართულ ტაძარში და არტოსი

ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლო, კვირაცხოვლობის წირვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს და აღდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციის, არტოსის განტეხის შესახებაც გვიყვება: 

1-ლი მაისი კვირაცხოვლობა (თომას კვირა). წირვა დაიწყება ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო ტაძარში 10:00 საათზე. 
წირვის შემდეგ, მოხდება არტოსის განტეხა და დაურიგდებათ მრევლს.

არტოსი

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს  ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20)  და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს, მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი.

ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური, ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა.

ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯანმრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746383424

მსოფლიო

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, რიოში ლედი გაგას კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტის დაგეგმვა აღკვეთეს

 ბრაზილიის პოლიციის განაცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას ხალხმრავალ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Deutsche Welleავრცელებს. ოთხ სხვადასხვა შტატში ჩატარებული რეიდების შედ...

ლედი გაგა

1746382155

ახალი ამბები

ნინო კალანდაძე: ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მხოლოდ იმიტომ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ კოორდინაციას

 მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, „ტვ...

ნინო

1746378351

სპორტი

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

 აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...

სპორტსმრნები

1746377051

ახალი ამბები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

 ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...

ავტობუსი

1746376855

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ე...

ანრი ოხანაშვილი