ლტოლვილად ჩაბარება იტალიაში ანუ თავშესაფრის მოთხოვნა იგივე "აზილო პოლიტიკო", - რჩევები ემიგრანტებს

ექსკლუზივი ტივის მკითხველს/მაყურებელს, უკვე მიეწოდა ინფორმაცია ამ აქტუალური საკითხის შესახებ, განცხადების გაკეთების ეტაპიდან, თავშესაფრის მიცემის განმხილველი კომისიის პასუხის ჩათვლით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, თემის აქტუალობის გამო, ისევ მოგაწოდოთ ინფორმაცია პროცედურების სპეციფიკასთან დაკავშირებით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში.

✅ საერთაშორისო კანონმდებლობით (გაეროს 1951 წლის კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და სხვ.) და იტალიის რესპუბლიკის შიდა კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის გაწერილია, განცხადების რეგისტრაციის ეტაპიდან სავალდებულოდ გასავლელი პროცედურები, რომლების შესრულება/გაკეთება აუცილებელია პირად, პიროვნების მიერ, რომელსაც სჭირდება ლტოლვილის სტატუსის აღიარება იტალიის ტერიტორიაზე,ამ გზით კი "პერმესო დი სოჯორნოს" აღება, ამ სავალდებულოდ დასაცავი წესის შეცვლა არავის შეუძლია(შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის გარდა).

ლტოლვილად ჩაბარება იტალიაში ანუ თავშესაფრის მოთხოვნა იგივე "აზილოპოლიტიკო", ხალხი ასევე უწოდებს "ჰუმანიტარული საბუთს"

 "კაზის პეჩიალი", "სამკურნალო პერმესო"

"სპეციალური პერმესო", " ექვსთვიანი პერმესო" და სხვ. - ეს ყველა დასახელება, იტალიურად ნიშნავს "აზილო_პოლიტიკო - "ASILO POLITICO".

თავშესაფრის მოთხოვნისთვის, 1) განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, 2) 16-ევროიანი "მარკა და ბოლოს"(რომლის შეძენაც "ტაბაკერიაში"შეგიძლიათ) წარდგენის მომდევნო ეტაპია, 3) ხელის/თითის ანაბეჭდების აღების და ფოტო იდენტიფიცირების პროცედურა. მომდევნო შეხვედრაზე კი, 4) განმცხადებელი პირის, საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლის და ქართულენოვანი თარჯიმნის მონაწილეობით ხდება გასაუბრება (მინი გასაუბრება), რაც გულისხმობს, განმცხადებელი პირის პერსონალური მონაცემების მეშვეობით და მისი ბიოგრაფიით, დოკუმენტის "modello C3" შევსებას, რომელშიც ასევე იწერება თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოტივი, თუ რის გამო ითხოვს თავშესაფარს, თუნდაც ერთი წინადადებით, ქართულ ენაზე, წერილობით, ან სიტყვიერად მაგალითად: - "იტალიაში ვითხოვ თავშესაფარს ამა და ამ მიზეზის გამო" (სწორედ ამ მოტივის შესახებ უნდა ისაუბროთ ვრცლად, ე.წ. კომისიაზე, რომელიც მსჯელობს და წყვეტს, მიიღებთ თუ არა თავშესაფარს).

ეს ყველაფერი ითარგმნება თარჯიმნის მიერ (რომელიც უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი).

ზემოთ აღწერილი პროცედურის დაწყებამდე (Modello C3), თარჯიმანი ხვდება "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის მქონე პირს, უხსნის რომ "დღეს" აიღებს "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიოს", რომელიც მოქმედია თავშესაფრის მიმცემი კომისიის პასუხის ბოლომდე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით (ეს დრო იქნება, პირობითად, 8 თვე თუ 1 წელი) და არა ექვსთვიანი, როგორც გავრცელებულია არასწორი ინფორმაცია, განზრახ.

"პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიო" - თაბახის ფურცლის ვერსია, რომელზედაც დატანილია

* გამცემი ორგანოს დასახელება;

* პრაქტიკის ინდივიდუალური ნომერი;

* გაცემის თარიღი მხოლოდ, რადგან არ შეიძლება ცოდნა, დოკუმენტს როდის შეიძლება გაუვიდეს ვადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაბამისი კომისიის პასუხის თარიღის, არ და ვერ ცოდნის გამო; ასევე  

* თავშესაფრის მაძიებლის ფოტო, ამ დოკუმენტში წერია ე.წ. 

* "კოდიჩე ფისკალე", ანუ თექვსმეტნიშნა პირადი ნომერი . *ასევე სხვა საჭირო მახასიათებელი ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით.

ე.წ. "Codice fiscale" შედგება ციფრებისა და ასობგერებისგან, მაგალითად, მსგავსი კომბინაცია: RRGGMM00T00Z000M. იტალიაში, პიროვნებისთვის ამ კომბინაციის ფორმით მინიჭებული, ასე ვთქვათ, იტალიური პირადი ნომერი არის ნამდვილი, რომელიც არ იცვლება, რადგან ის შედგება პიროვნების სახელი და გვარის ინიციალებით, დაბადების წლის თარიღის შემადგენელი ციფრებით და ა.შ.

ახლა განვიხილოთ ე.წ "6 თვიანი პერმესო"- პერმესო დი სოჯორნო პერ სტრანიერი", რომელსაც აწერია გაცემის და ვადის გასვლის თარიღები და მოქმედების ვადა აქვს 6 თვე,ის აუცილებელია განახლდეს ყოველ 6 თვეში. 

ვიზუალურად თუ შევაფასებთ, ჰგავს პასპორტს, არის ყვითელი, გარედან დატანილია იტალიის რესპუბლიკის გერბი და აწერია "PERMESSO DI SOGGIORNO PER STRANIERI" და სხვ., ამ დოკუმენტში პიროვნების "კოდიჩე ფისკალე" არის, შესაბამისად დროებითი და ცვალებადი, ციფრების 11-ნიშნა კომბინაციით.

ეს ვადიანი პერმესო, იშვიათ შემთხვევაში გაიცემა, "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიოს" ნაცვლადაც. ძირითადად, ის ეძლება პირს,რომელმაც გაასაჩივრა "აზილო პოლიტიკო" სასამართლოში, როგორ ზემოთ წერია, "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიოს"ვადა , კომისიის პასუხის შემდეგ წყდება, რასაც ითვალისწინებს კანონი. 

ძირითადად ყველგან, "აპუნტამენტოს" მეშვეობით ხდება "PERMESSO DI SOGGIORNO PER STRANIERI"-ს აღება, თუ განახლება.

 ჩემ მიერ აღწერილი პროცედურები, "აზილო პოლიტიკოს" პრაქტიკის წარმოების პროცესში, გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით, რომელიც საქმის წარმოების ინდივიდუალიზმის პრინციპსაც ეყრდნობა, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები შეიძლება შეცვლილ იქნენ თანმიმდევრობის მიხედვით, სხვადასხვა ქალაქში, თუმცა რომში ძირითადად, პრაქტიკა ამ თანმიმდევრობითაა განსაზღვრული და "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიო" გაიცემა,პირველ ეტაპზე, ე.წ. "6 თვიანი პერმესო"კი, შესაბამისი კომისიის პასუხის-"უარის" შემდეგ, თუ საქმე გასაჩივრდება სასამართლოში.

ფიქრია წვერავა. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეული საქართველოში

📌 "იტალიელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ "მომვლელები!" - ემიგრაციაში დაწერილი 8 წიგნის ისტორია

📌 ფლორენციაში, წმინდა ნინოს სამრევლო ტაძართან, ქართული საკვირაო სკოლა დაარსდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე