რას ნიშნავს „აზილო“? ვის აქვს „აზილოს“ მოთხოვნის უფლება? როგორ დავიწყოთ მისი გაკეთება? - ხათუნა ტატუნაშვილი
ემიგრანტები ხშირად წერენ და ურჩევენ ერთმანეთს, რომ “აზილოს“ მოთხოვნა შესაძლებელია უფასოდ და ამისთვის ნუ გაიღებენ ადვოკატის ხარჯებს. გეთანხმებით, აზილოს დაწყება შეგიძლიათ დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ, მაგრამ მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს “აზილო“ და შემდეგ მოვახდინოთ მისი რეალური შეფასება. - წერს Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ჯგუფ „იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის - Associazione "Tutto Insieme Georgia"-ს დამფუძნებელი - ხათუნა ტატუნაშვილი.
რას ნიშნავს აზილო?
- აზილო, იგივე თავშესაფრის უფლება უძველესი იურიდიული ცნებაა, რომლის თანახმადაც, პირი, რომელსაც დევნიან თავის წარმოშობის ქვეყანაში, შეიძლება დაიცვას სხვა სუვერენულმა სახელმწიფომ, უცხო ქვეყანამ.
ვის აქვს აზილოს მოთხოვნის უფლება?
- იტალიის კონსტიტუციის - (მუხლი მე-10/ პუნქტი მე-3) თანახმად, უცხოელს, რომელსაც თავის ქვეყანაში ეკრძალება იტალიის კონსტიტუციით გათვალისწინებული დემოკრატიული თავისუფლებებით განხორციელება, აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება რესპუბლიკის ტერიტორიაზე დადგენილი პირობების მიხედვით.
ფასიანია ეს დოკუმენტი? როგორ დავიწყოთ მისი გაკეთება?
- აზილო შეგიძლიათ დაიწყოთ აბსოლუტურად უფასოდ, გესაჭიროებათ მხოლოდ საცხოვრებლის მისამართი "ospitalità", მიდიხართ ადგილობრივ „კვესტურაში“ და ითხოვთ თავშესაფარს.
“კვესტურა„ გინიშნავთ ვიზიტებს ანაბეჭდების ასაღებად და ანკეტის შესავსებად. ანკეტის შევსებისას თან უნდა იქონიოთ ორი ფოტოსურათი და 16€-ს ღირებულების "marca da bollo" .
რა ხდება შემდეგ ?
- “კვესტურის“ ბოლო ვიზიტიდან უახლოეს პერიოდში იღებთ დროებით პერმესოს 6 თვიდან 10 თვის ვადის ფარგლებში. პერმესოს ვადის გასვლის შემდეგ კვლავ იგივე პროცედურებით ანახლებთ მას. განახლებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოგიწევთ კომისია.
რას ნიშნავს კომისია?
- საერთაშორისო დაცვის აღიარების ტერიტორიული კომისია, რომელიც შექმნილია პრეფექტურაში - მთავრობის ტერიტორიულ ოფისში, არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც განიხილავს საერთაშორისო დაცვის განცხადებებს განმცხადებლის პირადი წარდგენით. განმცხადებელმა ასევე უნდა წარადგინოს რიგი დამადასტურებელი დოკუმენტები მისივე მოტივაციის გასამყარებლად.
რა ხდება კომისიის გავლის შემდეგ?
- გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის შესახებ, როგორც წესი, მიიღება თავშესაფრის მაძიებლის მოსმენის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ ხდება კომისიის მხოლოდ ერთი წევრის - (გამომძიებელი) თანდასწრებით, რომელსაც თარჯიმანი ეხმარება.
მოსმენის შემდეგ, ინიშნება ცალკე კომისია, რომელიც შედგება პრეზიდენტის, ორი გამომძიებლისა და UNHCR-ის (UNHCR - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა) მიერ დანიშნული წევრის მიერ. აღნიშნული კომისია განიხილავს საკითხს და ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას აღიაროს ლტოლვილის სტატუსი, ან უარყოს განცხადება გამოძიების ბოლოს.
რა ხდება კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში?
- კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭება თავშესაფრის სტატუსის აღიარების დოკუმენტი და ის კანონიერად იცხოვრებს იტალიის ტერიტორიაზე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე.
რა ხდება კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში?
- კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თავშესაფრის განმცხადებელს ეძლევა 30 დღე იმისათვის, რომ გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება და მიმართოს სასამართლოს, ხოლო 30 დღის უმოქმედოდ გასვლის შემთხვევაში, პირს შეეხება ქვეყნიდან გაძევება - (espulsione) და აეკრძალება შენგენის ქვეყნებში შემოსვლა 5 წლის მანძილზე.
დავიწყოთ დამოუკიდებლად აზილოს მოთხოვნა, თუ თავიდანვე მივმართოთ ადვოკატს დახმარებისთვის?
- ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, შეძლებთ თუ არა დამოუკიდებლად საქმის წარმართვას.
პ.ს. სალვინის დეკრეტის შემდეგ - ( სალვინის ბრძანებულება უსაფრთხოებისა და იმიგრაციის შესახებ - 2018 წლის 5 ოქტომბერი), საერთაშორისო თავდაცვის დებულებებში მოხდა რიგი ცვლილებები, მათ შორის ამოღებულ იქნა ჰუმანიტარული საკითხები.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თავდაცვის ახლანდელი პუნქტები უნდა ესადაგებოდეს თავდაცვის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში არსებულ ვითარებებს მოტივაციის შესაბამისად. კომისიაზე წარდგენილი მოტივაცია უცვლელად გადაეცემა სასამართლოს - (არ ექვემდებარება შეცვლას), თუმცა მოტივის დამატება შესაძლებელია.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა
📌 იტალიის რესპუბლიკაში შესვლა ოჯახის გაერთიანების მიზნით
📌 იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა
1776416978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...
1776416328
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...
1776415697
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...
1776415528
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია
ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველ...


























