რას ნიშნავს „ლტოლვილად ჩაბარება“?

რას ნიშნავს „ლტოლვილად ჩაბარება“?

თავშესაფრის მოპოვების პროცედურები ეფუძნება 1951 წლის კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, ვისაც „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის სამშობლოში".

- რა იგულისხმება თავშესაფრის მინიჭების პროცედურაში?

თავშესაფრის მინიჭების პროცედურა არის პროცესი, როდესაც მასპინძელი სახელმწიფო გაკვირდებათ რატომ არ შეგიძლიათ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება და რატომ გსურთ თავშესაფარი იმ ქვეყანაში, სადაც ჩახვედით.

- რომელი ქვეყანა იღებს „უფრო იოლად” ლტოლვილებს საქართველოდან?

- არცერთი. საქართველოს მოქალაქეები როგორც წესი ვერ ასაბუთებენ თავშესაფრის მოთხოვნის მიზანს. უმუშევრობა და საკუთარ ქვეყანაში განვითარების მწირი შესაძლებლობები არ განიხილება ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საკმარის და კანონიერ საფუძვლებად. ყველა გარემოება უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლის ნამდვილობა გადამოწმებული იქნება შესაბამისი კომისიის მიერ.

საერთაშორისო საზოგადოების აღიარებით, საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად და მის მოქალაქეებს, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ საფუძველი მიიღონ თავშესაფარი უცხო ქვეყნებში.

- სად შეიძლება გავიგო უფრო მეტი თავშესაფრის მოთხოვნის კანონიერი საფუძვლების შესახებ?

სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს: https://asylumineurope.org/

- შესაძლებელია თუ არა მაგალითად, პოლონეთიდან გადავიდე სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში და მოვითხოვო თავშესაფარი?

თუ თქვენ ჯერ პოლონეთში შეხვედით და შემდეგ დააპირებთ პირობითად, შვედეთში გადასვლას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, ამოქმედდება ევროკავშირის ე.წ. დუბლინის რეგულაცია. ამაზე დაყრდნობით, შვედეთს აქვს უფლება გაგაბრუნოთ უკან პოლონეთში, სადაც წესისამებრ უნდა მოხდეს თქვენი თავშესაფარზე განაცხადის შეტანა და განხილვა.

ინფორმაციის მიღება უსაფრთხო მიგრაციაზე და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებზე შეგიძლიათ მიიღოთ აქ:  www.informedmigration.ge 

წყარო: უვიზოდ ევროპაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764932089

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა

 ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...

კახა კალაძე

1764932059

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....

დავით მათიკაშვილი

1764930923

საზოგადოება

პრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...

ირაკლი კობახიძე

1764930604

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში

„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...

ირაკლი კობახიძე /

1764930367

ახალი ამბები

პრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს

„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...

ირაკლი კობახიძე