რატომ ეგონათ იტალიელ კარაბინიერებს ქართველები, რუსი მაფიოზები - ორი გურულის თავგადასავალი
სანამ წიგნი აქტიურ გაყიდვებში გავა, თქვენც გაგართობთ და გულსაც გადავატან. - წერს პროფესორი და მწერალი თემურ კილაძე. კილაძის წიგნი „ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა “albatros“-მა გამოსცა და 20 თებერვლიდან, წიგნების მაღაზიათა ქსელში “Messaggerie Libri SpA“ განთავსდა.
„მოკლედ შემიჩნდა ერთი მეგობარი, გვარად ლომჯარია (ლომჯარია კარგი გინახავთ? იმედია „ფრენდებში“ არ მყავხართ) წამო და წამო იტალიაშიო, არ მინახავსო, ვითომ რამე მიემატობოდა იტალიას მისი ნახვით. ავიღეთ ბილეთები თბილისი-სტამბოლი-ბოლონია და ისევე უკან, თანაც რაგბი იყო იმ წელს და აი თურმე გაქანებული რაგბისტია (იქნებ რაგბისტიც არაა, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ცოტა რამ გვაქვს საამაყო).
ბოლონიაში ავიღეთ მანქანა, წავედით ფლორენციაში. - ინტერნეტი ჩავრთეო, მაგრამ, ჩემი მტერია იმის მეტი, მაგას ვერ მიხვდა და ნავიგატორი ვერ დავაყენეთ. კარგი, მე ბევრი ვარ ნახეტიალები იტალიაში და ავტოსტრადებით რამენაირად გავალ ნაპირზე, მაგრამ ქალაქებში?
რავარცხა იქნა მივაგენით სასტუმრო და 5-დღიანი ვიზიტი გვაქვს. მოი საცხა-საცხა ვიაროთო და ერთ-ერთი მარშრუტი იყო პიზა-სიენა. დილით წავედით, ნაშუადღევს პიზა მოვინახულეთ და წავედით სიენაში. სიენაში არ ვიყავი ნამყოფი და მეც მაინტერესებდა. პირველი იმას ვფიქრობ, - პარკირება რაფერ იქნება. გალავანს რომ მივადექი, უცებ ცარიელი ადგილი დავინახე და ვცვითე თავი. 200 მეტრიანი აღმართის შემდეგ კარიბჭეს მივადექით. დავინახე დიდი, გრძელი პალმა და ვიფიქრე ამით დავიმახსოვრებ პარკირების ადგილსთქო. პარკირების ადგილიდან, კილომეტრნახევრიანი გზა ცენტრისკენ, ჰო და შევუდექით ამ გზას.
გზა და გზა ნაყინები მივირთვით, კიდეც წევიხემსეთ, ამასობაში დაღამდა და განათებულ სიენას რა ჯობია!!! დაგვავიწყდა, რომ მომდევნო დილით უკან ვბრუნდებოდით. დაღამდაო, ნავიგატორი არ გვაქვსო და ასე კმაყოფილები ალბათ 8 საათისკენ ისევ ნელ-ნელა ჩამოვუყევით გრძელ გზას და სადაა იი პალმა? გალავანში ამისთანა კარიბჭე, თუ არ ვცდები შვიდია. დავბრუნდით უკან, უკვე სირბილით ისევ ცენტრისკენ. გევიხედ- გამევიხედეთ და მეორე დაღმართს დავუყევით ისევ სირბილით, სადაა ჩვენი პალმა?!! ახლა ისევ მაღლა და მეხუთეჯერ რომ ისევ პირველ ადგილზე აღმოვჩნდით, რასაც ვფიქრობდი ლომჯარიაზე და იგი ჩემზე კინაღამ გადმოვარქვიეთ. ჩვენდა ბედად, ვინცხა გოგო მოდიოდა, - არიქა გვიშველე, სოფლიდან ვართ, გზაი არ ვიცით, კვალი არ ვიცით, ისიც არ ვიცით ტაქსი როგორ გამოვიძახოთო და მოკლედ 5 წუთში ტაქსი მოვიდა და ორ წუთში ჩვენი მანქანაც ვნახეთ.
გზაში არ გვიჩხუბია, ფლორენციში კი დავაპირეთ მაგრამ, უცებ პოლიციელები იყვნენ გაჩერებული და იგენს ვეძგერეთ, - ვიცით რომ იტალიელი პოლიციელები ყველაზე კარგები არიან მსოფლიოში და რამენაირად სასტუმრომდე მიგვიყვანეთო. - საიდან ხართო და საქართველოდანო, აა რუსეთიო, ჩვენც ვიცით რუსულ მაფიაზე დავაი ახლა საბუთებიო.
მოკლედ მივაღწიეთ სასტუმრომდე. ჰო, მართლა რაგბი მაშინ წავაგეთ.“ - წერს თემურ კილაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1791726569
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...
1791724927
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...
1791722124
ახალი ამბებიშიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...
1791716795
ახალი ამბებისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...































