რუს მოხუცს, რომელმაც უკრაინაში პუტინის აგრესია გააპროტესტა, მილანის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
80 წლის რუსი მხატვარი, ელენა ოსიპოვა მილანის საპატიო მოქალაქე გახდა. საქალაქო საბჭომ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, დიანა დე მარკის ინიციატივით, დაამტკიცა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხი რუსი მოხუცი მხატვრისთვის. ეს არის ქალბატონი, რომელიც თავის დროზე გადაურჩა ლენინგრადზე ნაცისტების თავდასხმას, ამ ცოტა ხნის წინ კი, უკრაინაში პუტინის აგრესია გააპროტესტა, რის გამოც დააპატიმრეს.
ოსიპოვა საპროტესტო აქციაზე გავიდა ტრანსპარანტით რომლითაც რუს სამხედროებს მიმართავდა: "ჯარისკაცო, დაყარე იარაღი და იქნები ნამდვილი გმირი!", "არა, ატომურ იარაღს!" და ა.შ. სწორედ ამის გამო, ის, ისევე როგორც რუსეთის სხვა არაერთი მოქალაქე, რომლებიც საჯაროდ შეეწინააღმდეგნენ ომს, დააპატიმრეს, მოგვიანებით მოხუცი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, მან მაინც განაგრძო პროტესტი.
"ელენა ოსიპოვასთვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება გამოხატავს მილანის სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსეთის იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს აპროტესტებენ და იბრძვიან მშვიდობისთვის," - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

























