საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს, რომლებიც ინტეგრირებულ სწავლებას საკვირაო სკოლა „იმედში“ გადიან

იტალიის ქალაქ ბარიში არსებულ საკვირაო სკოლა ,,იმედი" - ს აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველმა, ირმა კაველიძემ, „იმედელებს“ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მათ შორის, საოჯახო ბიბლიოთეკიდან, სპეციალურად ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებს საბავშვო ენციკლოპედია უსახსოვრა, რომელიც მის შვილს ეკუთვნოდა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს ვიცე კონსული, ხატია ჭელიძე. 

შეგახსენებთ, რომ საკვირაო სკოლაში, სხვადასხვა ასაკის მქონე 50-მდე აღსაზრდელი გადის ინტეგრირებულ სასწავლო პროცესს.  

როგორც ჩვენთან საუბარში, საკვირაო სკოლის დამაარსებელმა, ცინარი ღვალაძემ აღნიშნა, სტუმრები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, მოუსმინეს და გაესაუბრნენ სკოლის მოსწავლეებს. 

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, სტუმრების პატივსაცემად და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების დასტურად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. 

„ასე გაახარეს მოსწავლეები და გაახალისეს, ჩვენი საკვირაო სკოლის ერთი დღე. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რაც გვიტოვებს სურვილს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების და ყველა იმ პირის მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პატარა თანამემამულეების სწავლა-განათლება“ -  აღნიშნა საკვირაო სკოლის დამაარსებელმა ცინარი ღვალაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 50 ქართველი მოსწავლე, იტალიის ქალაქ ბარიში ქართულ წერა-კითხვას სწავლობს

📌 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

📌 კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე