საოცარი ვერონა - მინი გზამკვლევი
ვერონა - მარადიული სიყვარულის ქალაქი, მდებარეობს ჩრდილო იტალიის ცენტრში. იგი ვენეტოს რეგიონის მთავარი ქალაქია 258 ათასი მცხოვრებით. ქალაქი გაშენებულია პრეალპური მთების ძირში. მდინარე ადიჯე მას 2 ნაწილად ყოფს.
საუკუნეების განმავლობაში, მრავალი პატრონი გამოიცვალა ქალაქმა, რაც მის არქიტექტურაზეც აისახა. რომაული, ვენეციური, ავსტრიული სტილი ქალაქს გამორჩეულს და მრავალფეროვანს ხდის. რომაულ ეპოქას ეკუთვნის კარიბჭეები: porta borsari, porta leoni; თაღი - l'arco dei Gavi; ციხესიმაგრე - castelvechio; ქვის ხიდი - ponte pietra ; რომაული თეატრი - teatro romano და ამფითეატრი არენა - Arena di Verona. ეს უკანასკნელი ქალაქის სიმბოლოა "რომეო და ჯულიეტასთან" ერთად.
ქალაქის არქიტექტურაში დიდი წვლილი მიუძღვის სკალიჯერების დინასტიას (famiglia Scaligera), რომლებიც მართავდნენ ქალაქს საუკუნეზე მეტხანს. მათი აშენებულია ვერონას გალავანი მე-12-ე საუკუნეში და გოთური სტილის სარიტუალო მონუმენტი საგვარეულო სამარხებით (Le arche Scaligere).
ვერონას პოპულარობა პირველ რიგში ალბათ მაინც შექსპირის დამსახურებაა. ქალაქი მსოფლიოში რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის წყალობითაა ცნობილი. ჯულიეტას სახლის, აივნის მონახულება საღამოს 7 საათამდეა შესაძლებელი, სადაც მისი ბრინჯაოს ქანდაკება, აივანი და უამრავი სასიყვარულო წერილია მის სახელზე.
მეორე, არანაკლებ ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ვერონას ამფითეატრია (Arena di Verona), აშენებულია პირველ საუკუნეში და 30 000 მაყურებელს იტევს. იგი სიდიდით მესამე ამფითეატრია იტალიაში, კოლიზეუმის და კაპუანოს ამფითეატრების შემდეგ და მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია საოპერო თეატრად ითვლება.
"არენა" დღესდღეობით, უამრავ კონცერტს და ფესტივალს მასპინძლობს, იტალიელი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.
ვერონაში შეგიძლიათ მოინახულოთ ყველაზე ძველი ქვის ხიდი (ponte pietra); ლამბერტის კოშკი (Torre dei Lamberti ); რამდენიმე მოედანი (Piazza delle erbe, Piazza dei signori), დუომო და ა. შ.
შობის პერიოდში აუცილებლად დააგემოვნეთ ყველაზე ცნობილი საშობაო პასკა (Pandoro di Verona).
ღვინის მოყვარულებისთვის კი დიდი არჩევანია, ვერონა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესო ღვინის მწარმოებელია იტალიაში.
სტრატეგიულად ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს - მილანიდან - 160კმ. ვენეციიდან - 120კმ. და ფლორენციიდან - 250კმ. სამივე ქალაქიდან ავტობუსით ან მატარებლით, ადვილად მისადგომია. ბილეთის ფასები 5-დან 20 ევრომდე მერყეობს.
ნატო როზომაშვილი - Nata-Ly
1764932089
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა
ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...
1764932059
საზოგადოებადავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ
„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....
1764930923
საზოგადოებაპრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...
1764930604
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...
1764930367
ახალი ამბებიპრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...


























