საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს
განცხადება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, 2021 წლის 13 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
კონკურსის შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 6 საუკეთესო აპლიკანტს, 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 – საელჩოში.
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
საბუთები მიიღება მ/წლის 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ([email protected]).
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განცხადების გადახედვა
2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას
- ფლობდეს იტალიურ ენას
- იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს იტალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
3. კონკურსის თემატიკა:
👉 იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;
👉 ადგილსამოფელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი;
👉 საკონსულო ურთიერთობები;
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:
⭕ განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2)
⭕ ავტობიოგრაფია
⭕ დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
⭕ პასპორტის ასლი
⭕ ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს
⭕ ერთი ფოტოსურათი (3X4)
⭕ ნასამართლობის შესახებ ცნობა
კონკურსანტებთან გასაუბრება/წერითი გამოცდა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Via del Plebiscito, 102
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი და მოდალობები დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვეში.
სტაჟირება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარების და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0654450280 ან [email protected]
exclusivetv.ge
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...



























