ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც.

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790086932

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიე...

მარიამ ქვრივიშვილი

1790086629

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა, გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის, ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას

„ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვ...

შალვა პაპუაშვილი

1790085811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

„ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რო...

შალვა პაპუაშვილი

1790085715

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს

„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...

შალვა პაპუაშვილ

1790085682

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში

„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. პაპუაშვილმა აღნიშნა...

შალვა პაპუაშვილი