„თვითმფრინავი ჩემნაირებით იყო სავსე, ზოგი კი პირდაპირ ფსიქიატრიული კლინიკიდან მიჰყავდა ოჯახის წევრებს“ - რა მოხდა იტალიაში

19 ივნისს, იტალიაში, სამი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაღუპული ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ემიგრანტის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს იმავე დღეს აცნობეს. ახლობლების თქმით, აწ გარდაცვლილი, იტალიაში სამუშაოდ ორი თვის უკან ჩავიდა.

არცერთი ოფიციალური წყარო დეტალებზე არ საუბრობს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში მყოფი ელზა ძინძიბაძე სამართალდამცველებმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებულ ვერსიას, ემიგრანტების მხრიდან ბერი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ხალხმა დამოუკიდებელი გამოძიება წამოიწყო. მეორე ვერსიის თანახმად, გარდაცვლილი ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დღემდე არ ცხრება ინტერესი თუ რამ აიძულა 37 წლის ქალი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

Exclusivetv.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ საქმე ნამდვილად თვითმკვლელობასთან გვაქვს.

ემიგრანტის გარდაცვალების შემდეგ exclusivetv-ს რამდენიმე ემიგრანტი დაუკავშირდა და მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მასალის მომზადება გვთხოვა, რომელიც ემიგრაციაში არსებულ სირთულეებს უკავშირდება.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი მ.მ.-ს თხოვნით იმ ფაქტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის უცხო არ გახლავთ. მიუხედავად, იმისა, რომ პირებს, რომლებიც საკუთარი პრობლემების (უმრავლეს შემთხვევაში ეკონომიკური სიდუხჭირე) დასაძლევად ემიგრაციას ირჩევენ, ხშირად არ აქვთ გაცნობიერებული ის რისკები, რომლებსაც უცხო გარემოში აწყდებიან. მიზეზებად, რომელთა გამოც, ისინი სამშობლოს ტოვებენ, მათივე შეფასებით - გაუსაძლისია. თუმცა, გაუსაძლის ბარიერად უცხო ქვეყანაში ადაპტირების პროცესი ევლინებათ, რომელიც სტრესულია და ხშირად ფსიქიკურ პრობლემებამდე მიჰყავს ემიგრანტი.

რესპონდენტის ნაამბობი:

„ჩვენს ქალაქში (იტალია) ერთი ქალბატონი იყო, ვერ შეძლო აქაურ შრომას და პირობებს შეჰგუებოდა. დახმარებას გვთხოვდა, - გავგიჟდები და თავს მოვიკლავ, გთხოვთ, დამეხმარეთო. ამოვუდექით ყველა მხარში და დავაბრუნეთ საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომწერა: „თვითმრინავი, ჩემნაირებით და ჩემზე უფრო მძიმე სულიერი პრობლემების  მქონე ქალებით იყო სავსე, ზოგი კი პირდაპირ ფსიქიატრიული კლინიკიდან მიჰყავდა ოჯახის წევრებსო. შენი წერილები მიყვარს და ძალიან მომწონს, იქნებ ერთი წერილი დაწერო და აუხსნა უფრო მეტად ახალგაზრდებს, რომ აქ წამოსვლამდე, აქაური ყოფისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადონ.“ - გვწერს მ.მ.

37 წლის ემიგრანტის გარდაცვალების შემდეგ, exclusivetv.ge-ს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალი დაუკავშირდა, რომელმაც ჟურნალისტს ფსიქოლოგის რჩევა სთხოვა, რადგან მისი თქმით, 24-საათიანი მძიმე სამუშაო გრაფიკისა და სტრესის გამო, თავს ფსიქიკური აშლილობის ზღვართან გრძნობს.

გარდაცვლილი: ელზა ძინძიბაძე

ამავე თემაზე:

იტალიაში 37 წლის ემიგრანტმა, 3 შვილის დედამ, სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792775479

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792774130

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ

„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...

არჩილ გორდულაძე

1792770023

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792768841

საზოგადოება

ირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში

„სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რ...

ირაკლი ხელაძე

1792767151

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობ...

მარიამ ლაშხი