მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტს, პროფესორ ეროლ ოზვარს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის აკადემიური კავშირების განმტკიცების, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების ალიანსის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792760760

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი

1792760521

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლოს უპატივცემულობას შეფასდა პარტია „გახარია საქართველოს“ კიდევ ერთი შუა...

არჩილ გორდულაძე

1792760088

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქად...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792759920

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმ...

გივი მიქანაძე

1792759171

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ან...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი