ირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში
„სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
წამყვანმა მას მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა.
„ერთი მთავარი უბედურება მათი [ოპოზიციის] პატრონების ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირ პერსონებზე აკეთებენ კვლავ აქცენტს. ესეც მიუთითებს მათ დღევანდელ მდგომარეობას, რომ სრულიად განიარაღებულები არიან და სხვა დასაყრდენს ფიზიკურად ვერ ნახულობენ.
სააკაშვილის განცხადებაში იკვეთება, რომ ამ ადამიანებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის, რა პოლიტიკის წარმართვაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სუვერენული უფლებები დავიცვათ სხვებთან ურთიერთობაში.
ამ ადამიანებისთვის მთავარია რას დაავალებენ გარედან უცხოელი პატრონები და რა პოლიტიკა იქნება მათი მხრიდან დაყენებული დღის წესრიგში. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში“, - აღნიშნა ხელაძემ.
1792761895
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების აკრძალვის პრეცედენტი თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება
„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებ...
1792760760
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792760521
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლოს უპატივცემულობას შეფასდა პარტია „გახარია საქართველოს“ კიდევ ერთი შუა...
1792760088
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქად...
1792759920
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმ...



























