უკრაინაში იტალიიდან დასახმარებლად ჩასული ლუკა ჩიქოვანი, ჯერ რუსი ჯარისკაცი, ხოლო შემდეგ უკრაინელი დეზერტირი ეგონათ - მსახიობი ქართულმა პასპორტმა იხსნა

გუშინ, EcxlusiveTV იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ლუკა ჩიქოვანის შესახებ წერდა, რომელიც უკრაინაში თავის სარეკლამო აგენტთან ერთად, სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთის წასაღებად პირადად წავიდა. "ჩვენ დღეს უკრაინაში მივდივართ, ორი კვირის წინ დამიკავშირდა უკრაინის კოროსტენის ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმი. აღნიშნული საავადმყოფო ომის ხაზთან მდებარეობს. მან მითხრა, რომ მათი ჰოსპიტალი ჰუმანიტარულ დახმარებებს ვერ იღებდა, სწორედ ომის ხაზთან სიახლოვის გამო,"- წერდა სოციალურ ქსელში ლუკა ჩიქოვანი.

თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა. როგორც ირკვევა, მათ უკრაინის საზღვარი უპრობლემოდ გადალახეს, რადგან უკრაინის საკონსულოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდათ, მაგრამ გზაში დაუღამდათ, უამინდობის გამო, გზებზე რთული მდგომარეობა დახვდათ და მინი ავტობუსი ტყეზე გამავალ უკაცრიელ გზაზე, ტალახში ჩავარდა. ლუკას თანამგზავრი მანქანაში დარჩა, რადგან ჰუმანიტარული ტვირთის დაკარგვის შეეშინდათ, ხოლო ლუკამ თითქმის ერთი საათი ღამე ტყეში ფეხით იარა, რომ დასახლებულ პუნქტამდე მიეღწია და დახმარება ეთხოვა.

"ბოლოს გზა ვიპოვე და ფერმერის მანქანა გავაჩერე. თავიდან ფერმერმა იფიქრა, რომ ომიდან გამოქცეული რუსი, ან უკრაინელი ჯარისკაცი ვიყავი, გაბრაზებულმა მეგობრებს დაურეკა და ბრძოლის ხაზის მიმართულებით უნდოდა წასვლა. მაგრამ ქართული პასპორტი ვაჩვენე, რამაც მაშინვე დაარწმუნა რომ არ ვიტყუებოდი და დახმარების მოძებნაშიც დამეხმარა. მიმიყვანა პოლიციაში, რომლებმაც როცა გაიგეს, რომ კოროსტენის ჰოსპიტალისთვის სამედიცინო ტვირთი მიგვქონდა, მეხანძრეებიც გამოიძახეს. მეხანძრე-მაშველებმა ტალახიდან მანქანაც ამოგვაყვანინეს და ჰოსპიტალამდეც მიგვაცილეს. გიჟური ღამე იყოს, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა, რაც მთავარია, ახლა კოროსტენის საავადმყოფოს პაციენტებს, საჭირო მედიკამენტები აქვთ," - აცხადებს ლუკა ჩიქოვანი.

ნინა მამუკაძე

ფლორენცია, იტალია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791403905

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791401340

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791399288

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1791397458

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საბერძნეთის...

მარკო რუბიო

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო