ვის შეუძლია გახდეს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და რომელ ქვეყნებზე ვრცელდება პროგრამა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვი, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 30 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

„ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლების შემადგენლობით;

განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745304717

ახალი ამბები

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

1745302552

ახალი ამბები

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი...

ზურაბ წერეთელი

1745301730

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შე...

საზოგადოეა

1745300770

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში – გავრცელებული ინფორმაციით, მამა და შვილები ტბაში დაიხრჩვნენ

ტრაგედია კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ. გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და მისი 9 და 10 წლის შვილები. არსებული ინფორმაციი...

პოლიცია

1745299177

მსოფლიო

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე...

რომის პაპი ფრანცისკე