„არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო“ - ემიგრანტი ჟურნალისტი

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ლალი იმედაიშვილი, ბავშვობის დროინდელი მოგონებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბავი მეტად საინტერესოა და კულმინაციას წერილის დასასრულს აღწევს.

ჩვენს მკითხველს ვურჩევთ, ბოლომდე მიადევნონ თვალი ემიგრანტი ჟურნალისტის სახალისო ისტორიას. აქვე გეტყვით, რომ სურვილის ქონის შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი ისტორიები, საინტერესო ამბები ემიგრაციის შესახებ და ჩვენ, რჩეულ წერილებს ფართო აუდიტორიას გავაცნობთ.

„დედაჩემი სისხლის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ლაბორანტი იყო. მთელი თუ არა, ნახევარი ბავშვობა ლანჩხუთის საავადმყოფოში გავატარე, სკოლის შემდეგ სამსახურში მივდიოდი მასთან. ეს დრო ყველაზე არაჩვეულებრივად დამამახსოვრდა. 70-იანების ბოლო, 80 -იანების პირველი ნახევარი.

ლაბორატორიაში შვიდი ქალი მუშაობდა, პატარა შვილები არცერთს არ ჰყავდა და რაღაც ყველას საერთო შვილად ვგრძნობდი თავს, მანებივრებდნენ, თავს მევლებოდნენ. დედაჩემს, როცა ვაბრაზებდი, არასოდეს აძლევდნენ ჩემი დასჯის საშუალებას, მათზე გაბრაზებული, სახლში წამითაქებდა ხოლმე უსაქციელობისთვის.
მთელ მედპერსონალს ვიცნობდი, არა მხოლოდ დედაჩემის კაბინეტში, მთელ პირველ სართულზე, რენტგენის, ფიზიოთერაპიის, ყელ-ყურის, სეროლოგიური ლაბორატორიის კაბინეტებში.

პირველი სართულის დერეფნის ბოლო გადაკეტილი იყო და იქ შესვლა მეკრძალებოდა, ინფექციური განყოფილების კარებს მკაცრი წითელი წარწერა ჰქონდა,"შესვლა აკრძალულია!".

მანამდე მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან უნდა გაგევლო, ზემოთ ორი განყოფილება იყო, მარჯვნივ - ქირურგიული, მარცხნივ - შინაგანი დაავადებების ანუ თერაპიული. სულ ქირურგიულისკენ გადავუხვევდი ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ 7-8 წლის ბავშვს არავინ მიშლიდა იქ შებოდიალებას, პირიქით ყველა სიხარულით მხვდებოდა - ოხ, მოსულა კოკონაის გოგო, იტყოდნენ ნაცნობი ექთნები, ექიმები, ყველა მეფერებოდა, ტკბილეულსაც ჩამიტენიდნენ ხოლმე მუჭში. არც პალატებშო შეხედავას მიშლიდნენ, მხოლოდ საოპერაციო ბლოკში არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ იქიდან გამოსული საშა ზღულაძე აუცილებლად თმებს მომიჩეჩავდა ხოლმე, მისი ცოლი, ჩემი საყვარელი მადონა დეიდა, დედაჩემის ლაბორატორიის გამგე იყო.

ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია, რამდენ ადამიანს ვუყვარდი და მეც რამდენი მიყვარდა.

პირველკლასელი ვიყავი, როდესაც ლაბორატორიაში ახალგაზრდა ექიმი მოვიდა, სვეტა რამიშვილი. სვეტასთან ცოტა ვმორცხვობდი, არ ვიყავი გაშინაურებული. წერა ახალი ნასწავლი მქონდა და წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მწვანე ყდიანი ქართულის რვეულის საშრობზე, ოკრობოკრო ასოებით გამოვიყვანე წინადადება “სვეტა აბდალი“.

იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში, დედაჩემი გამომეკიდა გასაწიწკნად, ვენერა ჩიჩუამ, ჩემმა დედობილმა არ მისცა ჩემი მოთეთქვის საშუალება, გადამეფარა თავზე კრუხივით. გადავრჩი, მაგრამ სახლში მაინც მომხვდა, ოღონდ ცოტა მსუბუქად, გადაუარა ბრაზმა ამასობაში. 

P.S. ფრენდნო! არ ვიცი ამ ამბებს რისთვის გიყვებით, რაღაცნაირად მსიამოვნებს ბავშვობის ამბების გახსენება. ხომ ხედავთ, პირველი დამოუკიდებელი წინადადებაც როგორი "მომაკვდინებელი" გამომსვლია. მაშინ თქვა მადონა ზღულაძემ, არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო. 
გამართლდა მისი წინასწარმეტყველება. 
მიყვარს ეს ხალხი, ვისზეც დავწერე და ძალიან მომინდა, თქვენთვისაც გამეცნო. მერე რა უჭირს რომ მათმა უმეტესობამ პარალელურ სამყაროში გადაინაცვლა, სიყვარული ხომ მაინც ჩვენთან რჩება სიცოცხლის ბოლო წუთამდე.“ - წერს ლალი იმედაიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

📌 როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან

📌 მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია

📌 მენეჯერმა ყავის და კრუასანების თანხა არ გამომართვა - მე შენს ქვეყანაში ვიყავი და საოცარი ხაჭაპური გაქვთო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791879067

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრ...

მიხეილ ყაველაშვილ

1791877367

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ, გადავდოთ ყველაფერი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ევროკავშირმა იცის ჩვენი პოზიცია, ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა, ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი

„ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...

ლევან მაჭავარიანი

1791877085

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

„სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრან...

ნიკოლ ფაშინიანი

1791876161

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „დეპარტამენტ...

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები

1791874664

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს

„მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“, - ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში „ვახო ხ...

ალექსანდრე რაქვიაშვილი