როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან
ირმა მაისურაძე, რომელიც 15 წელია ემიგრაციაშია, ქართველ ემიგრანტებს სოციალურ ქსელში, სასარგებლო და სახალისო რჩევებს უზიარებს, რომლებიც მათ სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.
"გარდა იმ საშუალებებისა რასაც დასაქმების სააგენტოები, საახლობლო წრე და ნაცნობობა ჰქვია, არსებობს სხვა ალტერნატივა თუ როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში მას შემდეგ როდესაც უმუშევარი დარჩებით, თუკი მოხუცთან მუშაობთ რომელიც გარდაიცვალა სამძიმარზე მოსული ნათესავები თუ მეგობრები ოჯახის წევრებთან ერთად აუცილებლად თქვენც მოგისამძიმრებენ მაგ შემთხვევისთვის აუცილებლად იქონიეთ პატარა ფურცლებზე დაწერილი თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი. დამშვიდობებისას აუცილებლად გამოიყენეთ შანსი და დახმარება სთხოვეთ რადგან ახლა უკვე თქვენ ახალი სამსახური გესაჭიროებათ და თქვენი ტელეფონის ნომერი მიაწოდეთ.
მეორე და ეფექტური მეთოდი, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს არის საყიდლებზე ერთი და იგივე ადგილზე და მაღაზიაში შეძენილი საქონელი. მე გირჩევდით საყიდლებზე სუპერმარკეტში იშვიათად წახვიდეთ თუკი ხორცი გნებავთ ხორცის მაღაზიაში შებრძანდით, რძის ნაწარმი "სალუმერიაში" შეიძინეთ და ხილ-ბოსტნეული კი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში და თანაც სულ ერთი და იგივე ადგილზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ მაღაზიის გამყიდველები დაგიმახსოვრებენ და როგორც კი უმუშევარი დარჩებით მიაკითხეთ,თქვენი ტელეფონის ნომერი შესთავაზეთ და დახმარება სთხოვეთ. ასევე მოიქეცით აფთიაქშიც.
მესამე საშუალება რომელიც ძალიან ამართლებს არის ეკლესია. სადაც უამრავი მოხუცი ესწრება წირვას. თქვენც დაესწარით რამდენიმე წირვას და დამთავრების შემდეგ გამოელაპარაკეთ რამდენიმე მოხუცს და როგორც კი უმუშევარი დარჩებით სთხოვეთ დაგეხმარონ, თქვენი ტელეფონის ნომერი კი თავაზიანად მიაწოდეთ.
დამიჯერეთ, ჩემი 15 წლიანი იტალიაში ცხოვრების გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. თქვენი ყოველი 5 გაცემული ტელეფონის ნომრიდან, 2 აუცილებლად დაგირეკავთ.
ზოგიერთს შესაძლოა მაშინ გაახსენდეთ როდესაც თქვენ უკვე მუშაობთ, ასეთ შემთხვევაში, მადლობა გადაუხადეთ ნდობისთვის და აქეთ შესთავაზეთ დახმარება, უთხარით რომ სანაცნობო წრეში მოძებნით ისეთ ადამიანს ვინც სანდო ადამიანია და ამჟამად სამსახურს ეძებს. ალბათ გეყოლებათ რომელიმე მეგობარი რომელსაც სამსახური ესაჭიროება და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაეხმარეთ სხვებსაც, სიკეთე ხომ გადამდებია."
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























