„ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია
„ასე გავხდი უსახლკარო, უთვისტომო, უმეგობრო, უცნობი, უცხო, რომელამც არ ვიცოდი გზები, არ ვიცოდი მზის ამოსვლის საორიენტაციო მხარე, ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული. ადამიანი ნული, ოთხი წლის ბავშვით ხელში. ბავშით და არაფრით. უმომავლოდ. უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“, - ემიგრანტი ჟურნალისტი, exclusivetv.ge გენერალური დირექტორი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როგორ ვაქციე აპოკალიფსი პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად. მოკლემეტრაჟიან ფილმ, „8 წუთი“-ს საკავნძო სიტყვა, რომელიც ჩემი შთაგონების წყარო გახდა.
მქონდა „ბედნიერება“ პერსონალური აპოკალიფსი მქონოდა. დავიბადე, გავიზარდე, ვიცხოვრე, ჩამოვყალიბდი, ვისუნთქე, ვიფიქრე, ვიშრომე, ვკვალე მუხლამდე თოვლი, ვიარე მტვრიან გზაზე, ვიცხოვრე სოფლად და ქალაქად, ვიმეგობრე, ვითანამშრომლე, ვიტირე, ვიცინე, ვიმხიარულე, ვიჯავრე, ვიდარდე - ქართულად.
ვიყავი შვილი, და, ბაღელი, მოსწავლე, კლასელი. ვიყავი დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ნათესავი, სტუდენტი, მეზობელი, მეუღლე, მეგობარი, ვიყავი მოქალაქე საქართველოში. დიდი დრო მოვანდომე ქაოსის დასუფთავებას, ჭუჭყში სუფთა გზის ძებნას, ცდუნებების გამკლავებს, შეცდომების დაშვების შემცირებას, წუწუნის დავიწყებას, საყვედურების თქმას, სხვათა დაცინვას, მოკლე გზით სიარულის გადაჩვევას, ადვილ გამოსავალს, ტყუილის არ თქმას, მშივრად დაძინების უპირატესობას - საქართველოში.
როცა ჩემი აპოკალიფსის დრო დადგა, საკუთარი ქვეცნობიერი სარკის ოთახში გამოვამწყვდიე. საკუთარ მრავალსახეობას ერთმანეთთან თვალის გასწორება და საუკეთესო ვერსიის შერჩევა ვაიძულე.
ასე გავხდი მაწანწალა, რომელიც ნაგვის ურნებს გულგრილად ვერ უვლიდა გვერდს. ასე გავხდი უსახლკარო, უთვისტომო, უმეგობრო, უცნობი, უცხო, რომელამც არ ვიცოდი გზები, არ ვიცოდი მზის ამოსვლის საორიენტაციო მხარე, ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული. ადამიანი ნული ოთხი წლის ბავშვით ხელში. ბავშით და არაფრით. უმომავლოდ. უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით.
მე, ხერხემლის თითოეულ მალაში ქართული კლიმატით შეკოწიწებული ადამიანი, არა საკუთარი ნებით და გარემოებათა კარნახით, არავის გახსენებული, არავის დაფიქრებული, არავის გამოდევნებული, ასე ავირჩიე წყლით სავსე კუნძულზე და მარილით შეთეთრებულ კედლებიან, ახალ სამყაროში ცხოვრება.
და ჩაქვრა ჩემი ცხოვრების შუქი და მისი ხელმეორედ ანთება, მას შემდეგ შევძელი, რაც გონებამ ნელ-ნელა დაიწყო თავისუფლად აზროვნება, დამოუკიდებლად ცხოვრება, სხვათა გავლენების, დავალებების, ბრძანებების გარეშე ცხოვრება. მას შემდეგ, რაც აღარ მეშინოდა, რას იტყოდა ის იმასთან, რას მოიმოქმედებდა ადამიანი ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც ჩემი ხასიათი არ მოსწონდა, რას იტყოდა მთავრობა, პარტია, ოპონენტი, მეზობელი, ნათესავი და სხვათა ცხოვრებაში ცხვირჩაყოფილი მოჯადოებული წრე.
რას იტყოდა თანამშრომელი, რას იტყოდა, ხელმძღვანელი, რა შენიშვნას მომცემდა ზემდგომი, რას დამაბრალებდა სხვათა დასმენის ხარჯზე მოარსებე ადამიანები. მას შემდეგ რაც გავხდი ნული და საკუთარი თავის გარდა არავინ მებარა. ვერავინ ვერაფერს წამართმევდა, რაც აღარ მქონდა და მუდამ მხოლოდ ერთი რამ მქონდა საკუთარი თავი და სიმართლე!
მე აღარავინ ვიყავი და ასეთებს ყოველთვის ივიწყებენ. დედამიწაზე, საკუთარ თავად ჰყოფნის ჯადოქრობის შეცნობის შემდეგ, მშობლიურ ენაზე შერცხვენილი საფეხურების გმირებთან დამშვიდობებამ, სატურიანელის კარების შეღებამ, შაბათ დღეს სრულიად შავ სამოსში მოხუცებისა და ბავშვების დახმარებამ, მცირედი საჩურების კოსმოსური კარი შეაღო და მე დავბრუნდი. დავბრუნდი არაფრის წართმევის შიშით, საოცარი სევდით და თანაგრძნობით მათ მიმართა, ვისაც რაღაცის დაკარგვის შიში, საკუთარ თავს აკარგვინებს.
დავბრუნდი სიბრალულით, მათ მიმართ, ვინც ადამიანებს ვერ ამჩნევს და თხოვნებს ივიწყებს. კაცობრიობის ისტორია სავსეა, ჩემი მსგავსი დაკარგულებით. სამშობლოს გარეშე ცხოვრება ობლად ცხოვრების მსგავსია. ძალიან ჰგავს გამშვილებელ დედას, რომელმაც შვილი გაყიდა, მაგრამ შვილი მაინც ეძებს, გაუთავებლად და უსასრულოდ, ეძებს, რომ უთხრას - დედა, მიყვარხარ!
და შემდეგ, გაზრდილ შვილებს, წესიერ შვილებს, კარგ შვილებს დედები უსირცხვილოდ იბრუნებენ. აღარ მეშინია აპოკალიფსის, ის უკვე მოთვინიერებულია და ვიცი, როგორ ვიმეგობრო მასთან. ვიცი, რომ სიყვარული ერთადერთი რამ არის, რაც მეყოფა და რაც მაცოცხლებს.
ვიცი, რომ სიყვარულსა და ნდობას შორის ზღვარია. ვიცი, რომ ყველას უნდა ვუწილადო პური, ჰაერი, სისხლი, სიტყვა და გზის ისრები გამოვუთალო, ვიცი ჩემი მარცხი, როგორ ვაქციო გამარჯვებად! რა ძალითაც ეძებ, იმ ძალით გპოულობენ“, - წერს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 „შენს მერვე დაბადების დღეს ვეღარ მოესწარი დედი ...“ - 7 წლის ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა
🔵 ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა - ტრაგედიის ახალი დეტალები
🔵 აქ უკვე ათი ათასი კაცის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ - ნატო დუმბაძე „ომიკრონის“ შტამზე
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























