BLB: მოსამართლემ „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა

ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB-ი ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსამართლემ არ გაიზიარა „ნეტფლიქისის“ არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და დამორჩილების მცდელობას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.

ამავე თემაზე:

🔳 "გამაოცა, რადგან დამამცირებელია" - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სიცრუის გამო სასამართლოში უჩივის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794139252

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღ...

არჩილ გორდულაძე

1794138016

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორებისთვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის

„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავ...

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენ

1794136460

საზოგადოება

თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

„გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის“, - ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც დღეს მის ოჯახ...

თბილისის მერ

1794134106

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794132097

საზოგადოება

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე