"დედა მშობიარობისას ყოფილა 18 წლის... ვეძებ ბიოლოგიურ დედას, მამას, არა იმიტომ რომ მე მათგან რამე მინდა" - ჟურნალისტი თათია ახვლედიანი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
ქუთაისელი ჟურნალისტი თათია ახველდიანი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ჟურნალისტი ჯგუფში "ვეძებ", წერს, რომ სავარაუდოდ, მისი ბიოლოგიური დედა იყო 18 წლის სტუდენტი ქალი, სამეგრელოდან. სხვა დეტალები არ იცის და აღმზრდელი დედაც ვერაფერს ეუბნება, რადგან ამბობს რომ არ იცის მისი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი, არც უნახავს და ყველა დეტალს მათი ნათესავი ქალი აგვარებდა.
“დავიბადე 1990 წლის 7 აგვისტოს (როგორც აღმზრდელი დედა ამბობს, დაბადების თარიღი არ შეუცვლიათ) თბილისში, არამიანცის სამშობიაროში. დაბადების ადგილი მიწერია ქუთაისი და ახლაც ვცხოვრობ ამ მშვენიერ ქალაქში. ჰო, თინათინი მქვია საბუთებით, მაგრამ ასე არავინ მომმართავს. წლების მანძილზე შვილად აყვანის სხვადასხვა ისტორიის მოსმენის შემდეგ კიდევ ერთი ახალი ვერსია გავიგე აღმზრდელი დედისგან და ის ასეთია: ჩემი ბიოლოგიური დედა მშობიარობისას ყოფილა 18 წლის, სამეგრელოდან, შეძლებული, კარგი ოჯახიდან, თბილისში სამედიცინოში სწავლობდა, ულამაზესი გოგო იყოო, მაღალი, ღია ფერის თვალებით, მამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ მათ შვილს ბავშვი ყოლოდა. გოგოს მამას უთქვამს როგორი ძლიერიცაა ჩვენი ოჯახი ისეთივე ოჯახში მოახვედრეთ ბავშვიო. საქმე მოუწყვია ჩემი აღმზრდელი დედის ნათესავს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. მას ჰყავდა არამიანცის სამშობიაროში ახლობელი, ვინმე მზია, შესაძლოა, ეს ქალიც გარდაცვლილი იყოს.
აღმზრდელი დედა ამბობს, რომ არ იცის ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი, არც უნახავს და ყველა დეტალს ის ნათესავი ქალი აგვარებდა. მისივე თქმით, ამ ვინმე მზიამ სამშობიაროში შეიტანა ჩემი მშობლების საბუთები და გააფორმა შვილობა, მგონი მშობიარედ მე დამარეგისტრირესო. ასევე დედა ყვება, რომ სამშობიაროდან რომ წამოგიყვანეთ ქალაქში დიდხანს დავდიოდით ავტომობილით, რომ უკან არავინ გამოგვყოლოდაო. სამმაგი თანხა გადავიხადეთ, 6000-იო.
ჩემი პირადი გადმოსახედიდან შესაძლოა, ეს ვერსიაც არ იყოს სწორი და ჩემმა აღმზრდელმა დედამაც არ იცოდეს რეალური ისტორია იმ ნათესავი ქალისგან. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ, შესაძლოა, მე აქ რაღაც ზღაპარს ვყვებოდი. თუმცა, მე მაინც ვეძებ ბიოლოგიურ დედას, მამას, არა იმიტომ რომ მე მათგან რამე მინდა, მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდე ჩემი წარმომავლობა.
პ.ს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ბიოლოგიურ დედას, რომ გამაჩინა და სიცოცხლე მაჩუქა, ვუნდოდი თუ არ ვუნდოდი, იცის თუ არ იცის, რომ ვარსებობ, უარმყო თუ უარი ათქმევინეს, ფული აიღო თუ არა და კიდევ ბევრი თუ, თუ, თუს მიუხედავად ის სიცოცხლეზე დიდ საჩუქარს მაინც ვერასდროს გამიკეთებდა, ამიტომ მადლობა მას, რომ მომცა შანსი ამ თავგადასავალში მოვსულიყავი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.
მადლობა ჩემს აღმზრდელ დედას, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, ამ ცხოვრებაში გზადაკარგული ბავშვის მეგზურად იქცა, არაფერი დაიშურა ჩემთვის და დღემდე, ყოველთვის გვერდით მიდგას.
ე.წ. მამებზე ვერაფერს ვიტყვი.
გთხოვთ, თუ ვინმეს რამე გეცნობათ, რამე გახსენდებათ, ვინმეს მამსგავსებთ, ან რამე იცით, მზად ვარ მოგისმინოთ”, – ამბობს თათია ახვლედიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდებათ დღეს? - 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ლელა კაკულია: უფიქრია კი ვინმეს, როგორ მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო და მშვიდად ვიცხოვრო?
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...































