ეს საინტერესოა - „სავარაუდოდ გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც გსურდათ რაიმე საკითხთან მიმართებით სამყაროსგან რჩევის, მინიშნების ან პასუხის მიღება, მაგრამ არ იცოდით როგორ მიგეღოთ ეს ინფორმაცია“

ინფორმაციის წაკითხვის ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და მომენტალური 3 ხერხი, რომლის გამოყენებაც ყველა თქვენგანს შეუძლია  

სავარაუდოდ გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც გსურდათ რაიმე საკითხთან მიმართებით სამყაროსგან რჩევის, მინიშნების ან პასუხის მიღება, მაგრამ არ იცოდით როგორ მიგეღოთ ეს ინფორმაცია.
მართალია, ყველას მოგეხსენებათ დივინაციისა და მანტიკის (მკითხაობის შესახებ), მაგრამ განა ყველას შეუძლია ტაროს, ლენორმანის, რუნების ან თუნდაც ყავის მეშვეობით ინფორმაციის წაკითხვა და სიმბოლოების განმარტების გაგება? ზოგჯერ სპეციალისტსაც არ სცალია და ვერ ახერხებს თქვენს მიღებას მომენტალურად, შესაბამისად ამ სტატიაში გაწვდით 3 მეთოდს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ ყოველგვარი მანტიკური ინსტრუმენტების ან ცოდნის გარეშე!

1. ბიბლიომანტიკა - მოიმარჯვე წიგნი, ჩაიფიქრე კითხვა, თემა ან საკითხი, სწრაფად გაფურცლე გვერდები და შემთხვევითობის პრინციპით სადმე დაადე თითი. ეს "რენდომულად" არჩეული ციტატა, სიტყვა, ფრაზა, მონაკვეთი თუ წინადადება იქნება პასუხი შენს კითხვაზე თუ საკითხზე. ბიბლიომანტიკის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას იხილავთ აქ: https://grimoire.ge/bibliomantika/

2. ტელემანტია - რა თქმა უნდა, ეს სახელწოდება პირობითად მივეცი ამ მეთოდს. ჩათვალეთ შეხება გვაქვს ბიბლიომანტიკის თანამედროვე ვარიანტთან, სადაც წიგნის ნაცვლად გამოიყენებთ ტელევიზორს, რადიოს ან თუნდაც ტელეფონს. პრინციპი მარტივია: სწრაფად გადართეთ არხები, "გასქროლეთ", დაატრიალეთ რადიოს სიხშირის მარეგულირებელი ბორბალი და ,ბიბლიომანტიკის მეთოდის მსგავსად, წინადადება ან სიტყვა რომელსაც პირველს გაიგებთ, წაიკითხავთ, კადრი თუ სიმღერის ტექსტის მონაკვეთი შეასრულებს პასუხის ფუნქციას.

3. გარემოში გაფანტული პასუხები - კარგად კონცენტრირდით თქვენთვის საინტერესო საკითხზე ან თემაზე, რომელიც გაწუხებთ, გადით ან გაიხედეთ გარეთ ( როგორც წესი, ეს მეთოდი მეტად ეფექტურია სეირნობის დროს). გარეთ ჩვენ მუდმივად ვაწყდებით სხვადასხვა მესიჯებს სარეკლამო ბანერებსა და ბილბორდებში, ავტომობილებზე, კედლებზე დახატული გრაფიტის სახით, უცხო ადამიანთა საუბრის ან გარემოში გაფანტული სხვა ხმებისა და გამოსახულებების სახით, სწორედ ისინი შეასრულებენ პასუხის ფუნქციას და გიპასუხებენ იმაზე, რაც გაინტერესებს.

• დამატებით აღვნიშნავ, რომ შესაძლოა პასუხი მიიღოთ საათზე მოცემული ციფრების, ავტომობილების სანომრე ნიშნების, ასოების, ფერების, გეომეტრიული ფიგურების ან სხვადასხვა სიმბოლიკის სახითაც, თუმცა ასეთ დროს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყოველგვარი ცოდნის გარეშე იქნება შესაძლებელი ინფორმაციის ამოკითხვა... მინიმუმ იმ ფერთა მნიშვნელობა, ნუმეროლოგიის ან სხვადასხვა საგნისა თუ დეტალების სიმბოლური ახსნის შესახებ უნდა გქონდეთ ინფორმაცია.

პ.ს. მართალია აღნიშნულ მეთოდებს არ აქვს რაიმე სახის კონკრეტული ლიმიტები, წესები ან ჩარჩოები, თუმცა ჩემი რჩევა იქნება ძალიან დიდი სიხშირით არ გამოიყენოთ და დღის მანძილზე 3-4 ცდაზე მეტისაგან თავი შეიკავოთ. მართალია, ეს არ არის აკრძალული ან შეუძლებელი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხშირი და მრავალი გამოყენების მერე იწყება ენერგიის უაზრო ხარჯვა, პასუხების ხარისხი კი იკლებს.
გისურვებთ წარმატებებს!

სტატიის ავტორი: SVART  გრიმუარი • Grimoire

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო