„...ღირსეული ადამიანი იყავი. არ იდარდო, დედა, მე სულ შენთან ვიქნები“ - ასე მთავრდება წერილი, რომელიც დედამ დაუტოვა შვილს 11 წლის წინ

მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ძალიან სევდიან ამბავზე წერს.
„...მინდა დაამტკიცო, რომ ნამდვილი ადამიანი გაგზარდე. ცხოვრება ლამაზად გაატარე და ღირსეული ადამიანი იყავი. არ იდარდო, დედა, მე სულ შენთან ვიქნები. 2011.27.08 “- ასე მთავრდება წერილი, რომელიც ერთმა ქალმა დაუტოვა შვილს 11 წლის წინ - ჯერ კიდევ ბავშვს, 17 წლისას.
„სიცოცხლეს დავთმობდი, რომ შემძლებოდა 11 წუთი შენთან ერთად ყოფნა“ - დაწერა გუშინ ამ ბავშვმა, უკვე კაცმა და დღეს და გუშინ ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე, ვერაფერზე ვერ გადავერთე ვერც ფიქრით და ვერც საქმით, მივხვდი, რომ ეს ისტორია უნდა მომეყოლა.
და არა იმიტომ, რომ ღვთისმშობლის დღეა დღეს. არც იმიტომ, რომ ისტორიაა ლამაზად სევდიანი. ესაა ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობდა წასასვლელად გამზადებული დედა, მიწისზემოთ დაეტოვებინა ცოცხალი მაშველი რგოლები - თავისი ერთადერთი შვილისთვის.
დედური უტყუარი ინტუიციის ამბავია ეს, რომელიც იმ სამშობიაროში დაიწყო, სადაც ჩემი 4-ივე შვილი გავაჩინე. ჩემს უცვლელ ექიმთან ექთნად მუშაობდა ის ქალი. წესით, ჩვენი ურთიერთობაც ამ ექიმის კაბინეტის მიღმა არ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პროცედურებისას, ხუთწუთიან დიალოგებში, ვგრძნობდი მის სურვილს - გაგრძელებულიყო ეს დრო, მცოდნოდა მის შესახებ მეტი და მას - ჩემგან, შესაბამისად.
ასე შევიტყვე, რომ პატარა გოგო ჰყავდა ავარიით დაღუპული, რომ ერთადერთ ბიჭს ზრდიდა და მის ირგვლივ ტრიალებდა მისი ყველა ფიქრი და საზრუნავი. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო და გამიკვირდა კიდეც, ერთ დღეს რომ მთხოვა: თუ შეიძლება, რომ თქვენთან იაროს, კომპიუტერული პროგრამები რომ ისწავლოს, გამოადგებაო. მოიყვანა: მასავით ლამაზი, ზრდილობიანი, ორმეტრიანი ბიჭი. საოცარი დედა-შვილობა რომ ჰქონდათ, იგრძნობოდა მათ ყველა მზერაში, სიტყვაში, ჟესტში.
ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა - არასოდეს მშორდებოდა ორბიტიდან ეს საოცარი ქალი. სულ ცდილობდა, ყურადღება გამოეხატა ზარით, მოკითხვით, მოსაკითხით. ჩემზე საკმაოდ უფროსი, რჩევებისთვისაც არ თაკილობდა დარეკვა-შემორბენას - 24 საათი შვილის ირგვლივ ტრიალებდა მისი გონება, მის განათლებაზე, მომავლის დაგეგმვაზე. „კარგი ბიჭია, ყველაფერს შეძლებს, ნუ ღელავ ასე ძალიან“-მეთქი, ვეუბნებოდი და: „სანამ შემიძლია, მინდა მაქსიმუმი გავუკეთოო“ - მპასუხობდა. ცხადია, არც ერთხელ არ მიფიქრია, რომ „სანამ“-ში სხვა რამეს გულისხმობდა. თუმცა მართლა მიკვირდა: რატომ მომენდო ასე, რატომ ცდილობდა, ოჯახში მიგვეღო, შეგვეყვარებინა, დაგვემეგობრებინა მისი შვილი.
ამასობაში მოვიდა ზაფხული, გამოცდების პერიოდი, მოვიდა შემოდგომაც. ყოველდღიურ რუტინაში ვიყავი ჩაფლული და რაღაცნაირად ვერ მოვიკითხე დედა-შვილი, თუმცა კი მახსენდებოდნენ ხშირად.
ერთ დღეს ბიჭი მოვიდა, მარტო, და მითხრა, რომ ჩააბარა; რომ დედა გამოცდების შედეგების გაგებიდან მალევე, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა; რომ ოპერაციაზე შესვლამდე წერილი დაუტოვა...
ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა ბიჭი: საკმაოდ მძიმე დიაგნოზით თვითონაც; თუ დროულად არ დაიწყებდა მკურნალობას, დაავადება გადავიდოდა იმ ფორმაში, რომელიც ძნელად იკურნება.
და დაიწყო ბიჭმა ბრძოლა სიცოცხლისთვის და ცხოვრებისთვის. პერიოდულად ჩნდებოდნენ მის ცხოვრებაში დედამისის დატოვებული მაშველი რგოლები და აძლევდნენ სასიცოცხლო ძალას. პარალელურად უნდა ესწავლა, ემუშავა - ჰაერივით სჭირდებოდა რაღაც სტაბილური, რაც მისცემდა ყოველდღიურობასთან გამკლავების საშუალებას. „იქნებ რამე შევძლოთ“-მეთქი, ბოლო შეხვედრისას ვუთხარი, “არ იღელვო, ყველაფერს ისე შეძლებ, როგორც იმ წერილშია-მეთქი.
რამდენიმე დღეში:
„მე დუბაიში ვმუშაობ, კარგი ხელფასი მაქვს და სანამ სამსახური მექნება, მინდა, საქართველოში დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება. ვის მირჩევთ?“ - მკითხა ერთმა კაცმა, ეგვიპტელმა კოპტმა, რომელთანაც უძრავი ქონების თემით გადავიკვეთე.
და მაშინ მივხვდი, თუ რატომ მეჭიდებოდა ასე ბიჭის ლამაზი და ჭკვიანი დედა: მისი შეუმცდარი ინტუიციით, მეც ერთ-ერთი მაშველი რგოლი ვიყავი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ საჭირო დროს შემოვიდოდა „სცენაზე“ - შემოიყვანდა ახალ პერსონაჟს.
იმ ახალმა პერსონაჟმა, ორ სხვა ბენეფიციართან ერთად, აიღო ბიჭის პატრონაჟი - თითოეულზე ყოველთვიურად 265 ლარის ოდენობით (რაც იმ დროის კურსით 165 დოლარი იყო). დაფინანსება დაიწყო 2014 წლის ზაფხულში და შეწყვიტა 2021-ში, სამსახურის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
ბიჭმა ინსტიტუტი დაამთავრა, რაც მთავარია, გამოჯანმრთელდა და ისე ცხოვრობს და ისეთი ადამიანია, როგორც იმ წერილში წერია - დედის დატოვებულ წერილში.
პ.ს. ცხადია, მეგობრებში მყავს, მაგრამ არ ვნიშნავ: ეს მისი ცხოვრებაა, მისი ამბავია. მე, უბრალოდ, დედის ამბავი მოვყევი: დედის, რომელმაც წასვლამდე დაგეგმა, როგორ ყოფილიყო სულ შვილის გვერდით.
პ.პ.ს. ცალკე ლინკად ვდებ იმ საოცარი ეგვიპტელის ამბავს.
ეს ამბავი იმ სერიიდანაა, ღმერთი რომ მიწაზე ჩამოდის, ადამიანის სახეს იღებს, ქალაქში, მტვერში წაქცეულს ფეხზე აყენებს და ამით სხვა ფეხზემდგომს ეუბნება: გააგრძელე - ახლა შენ წამოაყენე სხვა!
ჩემთანაც მოვიდა ერთხელ ასეთი ღმერთი, სახელად ეჰაბი, ეგვიპტიდან, 2012-ში. ამბავი ბანალურად დაიწყო: კაცმა, რომელიც დუბაიში კომუნიკაციების ინჟინრად მუშაობს, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტა. საქართველოს მეგობრებისგან იცნობდა და როგორც ქრისტიანმა კოპტმა, სიბერის გასატარებლად თბილისი საუკეთესო ადგილად მიიჩნია.
ასე მოხვდა ეჰაბი ჩემთან: ბინას ვყიდდი და სანახავად მოვიდა, აივნიდან, სახლის წინ ვაკის სამების ეკლესია დაინახა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ მორჩა - ყიდულობს!
ძალიან კომუნიკაბელური იყო და სანამ ბინის გადაფორმებას დავასრულებდით, უკვე ყველაფერი ვიცოდით მასზე და მის ოჯახზე. ლონდონში ჰქონდა განათლება მიღებული - დუბაიში უკვე წლებია, მუშაობდა თავისი სპეციალობით და შემოსავალს არ უჩიოდა. ერთ დღესაც რჩევა მკითხა: სანამ ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ, გადაწყვეტილი მაქვს, 500 დოლარით საქართველოში ყოველთვიურად დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება და ვის მირჩევო. სწორედ იმ პერიოდში საქველმოქმედო აუქციონებს ვაწყობდით და უგრძესი სია მქონდა იმ ადამიანების, ვისაც თვეში 500 კი არა, 50 დოლარი შეუმსუბუქებდა მდგომარეობას. ვურჩიე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სამი ადამიანისთვის გაენაწილებინა ყოველთვიურად. დამეთანხმა და ასე იქცა ეჰაბი „ჰაბად“: 3 ადამიანი „მიიბა“ გადასარჩენად: 1. სტუდენტი, მარტოხელა დედა, რომელიც აუტიზმის სპექტრის დიაგნოზით ზრდიდა მცირეწლოვან შვილს; 2. ასევე სტუდენტი, ობოლი ბიჭი, ბ ჰეპატიტის დიაგნოზით (ეს ბიჭი ჩემთან როგორ მოხვდა, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა) და 3. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი, 6 წლის ბიჭი ცერებრალური დამბლით.
მოკლედ, ისტორია დაიწყო: ეჰაბმა საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში გახსნა, საიდანაც, 2014 წლის ივლისიდან მოყოლებული, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ავტომატურად ერიცხებოდა იმ დროის კურსით, 165 დოლარის შესაბამისი ლარი. წლების მერე ეჰაბმა ეს ბინა გაყიდა: ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრა ბინადრობის უფლებაზე. წერილი მოიწერა: მე მაინც გავაგრძელებ ჩემი ანგელოზების დახმარებასო. ბანკში ანგარიში გააუქმა და ახლა უკვე სპეციალური გზავნილით დუბაიდან ურიცხავდა სამივეს ყოველთვიურად შეპირებულ თანხას.
პანდემია რომ დაიწყო, მოიწერა, ეგვიპტეში ვარ და არ ვიცი, დუბაიში როდის დავბრუნდებიო. ჩავთვალეთ, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, მისი ქველმოქმედების ვადაც ამოიწურა. ვადა, რომელიც 2014 წლის ივლისში დაიწყო და ზუსტად 7 წელი, 84 თვე გრძელდებოდა.
ამ 84 თვის განმავლობაში, უცხო ტომელი კაცის წყალობით, ორივე სტუდენტმა დაამთავრა სწავლა და დღეს შესაბამის სამსახურებში არიან დასაქმებული; მესამემ, პატარა ნიკუშამ, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ეჰაბის შემწეობით შეძლო მისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისის უწყვეტად მიღება და მკვეთრად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა;
....მცირეხნიანი წყვეტილობის შემდეგ, გუშინ ისევ მომწერეს მისმა ბენეფიციარებმა, რომ ეჰაბი დაბრუნდა - მათ ისევ მიიღეს დუბაიდან ფულადი გზავნილი.
მან ხომ თქვა, რომ სანამ სამსახური ექნება, მანამ მიიღებენ ეს ადამიანები მისგან დახმარებას და რადგან ჯერ სამსახური აქვს, პირობას ასრულებს.
ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო, შეეწყვიტა: მანამდეც, სანამ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ეტყოდა უარს ბინადრობის უფლებაზე, მერე - მითუმეტეს. პანდემიის პერიოდში - ასევე- მითუმეტეს.
მაგრამ მას სიტყვა აქვს ნათქვამი და სიტყვას არ ტეხს. ღირსეული ადამიანები ასე ინარჩუნებენ ღირსებას და უნარჩუნებენ სხვებსაც.
ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები: 7 წელიწადი, 84 თვე ძალიან დიდი დროა საიმისოდ, რომ შენს ხელფასს უყოფდე შენთვის უცხო ადამიანებს სხვა ქვეყანაში.
მაგრამ შესავალში ხომ ვთქვი, რომ ეს ამბავი იმ სერიიდანაა, როცა ხანდახან ღმერთი ადამიანის სახეს იღებს და მიწაზე ჩამოდის...
ბევრი სიკეთე მინახავს, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე შთამაგონებელია მათ შორის, რასაც პირადად შევეხე და ამდენი წელია, ვაკვირდები...“, - წერს ნანა აკობიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მტრედზე მიგვითითა ჩვენმა ბიჭმა და გაფრინდა“ - რას წერს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა?!
🔵 „იმიტომ ცოცხლობდენ ჩვენი წინაპრები დიდხანს ჯანმრთელად“ – რას წერს ზურა შევარდნაძე
1747495836
ახალი ამბებიგია აბაშიძე - სად დგას საქართველოს საზოგადოება? იქ, სადაც ღირსებაა, თავისუფლების მოყვარეობაა, სუვერენიტეტის განმტკიცება და დედა ეკლესიაა, ეს წლევანდელმა ოჯახის სიწმინდის დღემაც დაადასტურა
„სად დგას საქართველოს საზოგადოება? იქ, სადაც ღირსებაა, თავისუფლების მოყვარეობაა, სუვერენიტეტის განმტკიცება და დედა ეკლესიაა, ეს წლევანდელმა ოჯახის სიწმინდის დღემაც დაადასტურა. სხვადასხვა სოციალური ფე...
1747492755
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო....
1747490017
მსოფლიოირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747488544
ახალი ამბებიბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან...
1747487541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...