ილონ მასკი ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდას დაიწყებს?!

2022 წლიდან, ილონ მასკი ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდას დაიწყებს.
კომპანია Neuralink-ის თანადამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ  2022 წლიდან მიკროჩიპს, ანუ ტვინის იმპლანტს, ადამიანებზე გამოცდიან.

Neuralink-ი 2016 წლის ივლისში დაარსდა.  კომპანია  დაკავებულია იმპლანტირებადი ჩიპის შექმნით, რომელიც ადამიანის ტვინს საშუალებას მისცემს უშუალოდ, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე დაუკავშირდეს კომპიუტერებს.  

მიკროჩიპის გამოცდა აქამდე მაიმუნებზე მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, კომპანიამ პროგრესს მიაღწია, რადგან მისი თანადამფუძნებელი ილონ მასკი, საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ იმპლანტის გამოცდას მალე ადამიანებზეც დაიწყებს. Neuralink-ი კარგად მუშაობს მაიმუნებზე. ჩვენ ვატარებთ უამრავ ტესტირებას და ვადასტურებთ, რომ ის ძალიან უსაფრთხო და საიმედო მოწყობილობაა“- განაცხადა ილონ მასკმა.

მასკი არ გამორიცხავს, რომ მოწყობილობა შეიძლება გადაიზარდოს ტვინის სრულ ინტერფეისად სულ რაღაც 25 წელიწადში.  ნეირონული ინტერფეისის ჩამონტაჟება ადამიანის თავის ქალაში რობოტების მეშვეობით მოხდება. ჩიპის დანერგვის  შემთხვევაში ხერხემლის მძიმე დაზიანებების მქონე ადამიანები მიიღებენ ტექნოლოგიას, რომელიც მათი კიდურების მოძრაობას სრულად, ან ნაწილობრივ აღადგენს.  მოწყობილობით შესაძლებელი იქნება ალცჰაიმერის განკურნება, მხედველობის და სმენის აღდგენაც კი. იმპლანტის გამოცდის საშუალება კომპანიას აშშ-ს  სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ მიეცემა.

კომპანია ამტკიცებს, რომ  მათი სტანდარტები აღემატება FDA-ის (აშშ-ს  სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის) მოთხოვნებს და იმედოვნებენ, რომ 2022 წლიდან მიკროჩიპის გამოცდა ადამიანებზეც დაიწყება.

ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791975355

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით

თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...

თორნიკე ფაღავა

1791973819

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...

შალვა პაპუაშვილი

1791972726

საზოგადოება

შიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს

მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...

შიო მესამე, პატრიარქი

1791972495

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1791971349

ახალი ამბები

ვატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...

რომის პაპი