"იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი" - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, ოკუპანტის დამარცხებით დასრულდება:

"შავ ზღვაში არის ნივთიერებები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს ამერიკისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც.

ერთი პერიოდი თითქოს ამაზე ლაპარაკი შეწყდება.

ეს იმიტომ რომ გამოკვლევებს ჩაატარებენ მაღალი დონის პროფესიონალები და კოსმოსი მაშინ გაამჟღავნებს ყოველივეს, როცა საჭირო დრო დადგება, რათა საქართველო რუსეთის სამიზნედ არ იქცეს.

რა თქმა უნდა, ეს ენერგორესურსები საქართველოსთვის დაცვითი ფარია და მომავალში არც ამერიკას და არც ევროკავშირს კითხვები აღარ ექნებათ საქართველოს მიმართ.

აი რატომ ხდება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა.

ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავ, უძლურია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოს.
მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომ ვიბრუნებთ აფხაზეთს!

ვიბრუნებთ სამაჩაბლოს. თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ ეს ორი ავტონომია, ეს მიწები საქართველოსია. თუმცა მომავალში ავტონომიებს აღარ ვხედავ. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მომავალში, ვხედავ, რუსეთს აწყობს საქართველო, როგორც ნეიტრალური ქვეყანა.

თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა ვერ დარეგულირდება.

დღევანდელი პრეზიდენტები — თურქეთისა და რუსეთისა — ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ის კი არა, თურქეთის პრეზიდენტს იქით მიჰყავს საქმე, რომ რუსეთს ჰააგის ტრიბუნალი გაუჩალიჩოს.

უამრავ ბრალდებას წაუყენებს ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის გამო.

თურქეთის პრეზიდენტს, ვხედავ, ტერაქტს მოუწყობენ.

მართალია, ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენებს რუსეთის პრეზიდენტისთვის დასაბრალებლად, რომ ეს მან მოუწყო ტერაქტი.

ისე, ორივე პრეზიდენტს სიფრთხილე მართებს, იმიტომ რომ, თუკი ჰაერში მოუწყეს ერთმანეთს ტერორები, არც ზღვაზე დააკლებენ.

შავ ზღვაზე შეჯახებას ვხედავ, რასაც მალე ჩააქრობს ამერიკა, რათა ამ ყველაფერს ომის სახე არ მიეცეს, რაც მათ საერთოდ არ აწყობთ შავ ზღვაზე.

ასე რომ, თურქეთ – რუსეთს შორის პოლიტიკური ომი კიდევ გაგრძელდება.

რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ემსახურება იმგვარი სირთულეების შექმნას, როგორებიცაა დაპირისპირება ევროპასთან და ამერიკასთან. თუმცა კარგად იცის კრემლმა, რომ ამერიკა არაფერს დაუთმობს.

სანქციები გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება.

ამერიკისა და ევროპის ჩანაფიქრი ერთია: პუტინის გადადგომა.

ზუსტად ამას განაპირობებს სანქციები.

ამერიკელებს აქვთ მთლიანი გეგმა, როგორი მთავრობა უნდა იყოს რუსეთში, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას — პრეზიდენტი თუ პრემიერი, რომელიც მოვა სათავეში და გაანეიტრალებს ვითარებას.

კანდიდატურაც კი ჰყავთ შერჩეული.

ზუსტად ეს არის რუსეთის გადარჩენა დ ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოსიც.

ვხედავ, მომავალში თურქეთის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება — ამას თვითონ თურქული პოლიტიკა მოითხოვს — მაგრამ ამით არაფერს წააგებს პრეზიდენტი. მომავალში რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები აღდგება, მაგრამ არა ისე, როგორიც იყო წარსულში.

ვხედავ, თურქ მოსახლეობასაც უჭირს, შემოსავლებმა დაიწია და საქართველოში მყოფი თურქები ნელ–ნელა უკან, სამშობლოში ბრუნდებიან.

ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყო, არის და — დაიმახსოვრეთ — იქნება! საქართველო არის მართლა მართლმადიდებლური სახელმწიფო.

რანაირი მოსაზრებებიც უნდა წამოაყენონ და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან ადამიანებმა, მართლმადიდებლობას ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. და ეს იმიტომ, რომ ასეთია კოსმოსის ნება. კოსმოსი არ დაუშვებს მართლმადიდებლობის გაქრობას საქართველოში.

ვხედავ, ახლო აღმოსავლეთში რელიგიასთან დაკავშირებით მიიღებენ კანონებს, რომლებიც საქართველოს მოუტანს სიმშვიდეს და მავანთა უხეშ ქმედებებს აღარ დაუშვებს — არ გაჩაღდება ომები და ადამიანები ერთმანეთს არ დააზიანებენ.

რელიგია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანების უხეშ და მომაკვდინებელ ნაბიჯებს აჩერებს, ლაგამს სდებს.

მინდა გავიხსენო ჩემი ძველი წინასწარმეტყველება: ფრთხილად იყოს რუსეთი, მისი ნავთობი საქართველოში არ აღმოჩნდეს–მეთქი, და კიდევ თურქმენული გაზიც.

საქმე ისაა, რომ რომ ბუნებრივი მოვლენებით, კატაკლიზმებით გამოწვეული ქანების გადაადგილების გამო, ბუნებრივი წიაღისეული ადგილს იცვლის და სწორედ ამიტომ „ამოხეთქავს“ ასეთი სახით საქართველოში.

ასევე მინდა გავიხსენო წინასწარმეტყველება სასმელი წყლის შესახებ.

1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ, როცა მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნებოდა, საქართველოს არაფერი დაემუქრებოდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სასმელი წყლის ულევი მარაგი არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ზუსტად წყალი აცოცხლებს ადამიანს.

მინდა დავამშვიდო საქართველო და გითხრათ: ვხედავ, ის ახალი დაავადებები, რომლებზეც ახლა მთელ მსოფლიოში ყაყანებენ, არც ისე მომაკვდინებელია, როგორც ამბობენ.

მინდა ისევ გავიმეორო: რუსეთი ვერ მოერევა უკრაინას. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას და დაიბრუნებს კიდეც იმ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც იბრძვის.

2016 წელი, 21 მარტი

ის ვითარება, რომელიც ახლა მსოფლიოშია შექმნილი ლტოლვილებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას, ანუ ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას.

დღეს რაც ხდება ამ მიმართულებით, ის კი არ არის კატასტროფა, არამედ ის, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ კოსმოსი პოლიტიკოსებს შანსს აძლევს მდგომარეობის შესაცვლელად. ანუ მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული დღეს ყველაფერი.

თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი გერმანია (რომელიც ვითომ იცავს ლტოლვილებს) დაიწყებს ლტოლვილების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან, ანუ, სიმართლე რომ ვთქვათ, გაყრას, რადგან ისეთ დანაშაულებს სჩადიან ევროპაში მუსლიმები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს არ ჩამოუვარდებიან.

ყველაფერ ამას ამერიკა დირიჟორობს.

მოკლედ, ვხედავ, ამერიკელებმა აიძულეს რუსეთი, რომ სირია დაეტოვებინა და კიდევ ბევრ რამეს აიძულებენ. მხოლოდ ამ გზით თუ გამოასწორებენ პოლიტიკას, ვინაიდან კრემლის ბინადრები ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ამაზეა ნათქვამი: რუსეთი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს. და ეს ზუსტად ასე მოხდება.

ვხედავ ძალიან დიდ, აღელვებულ მასას. მისი განრისხება მიმართულია სამაჩაბლოსკენ. რუსეთის ინტერესები საქართველოს მიმართ ძლიერია, მაგრამ ის უძლურია.

ამერიკას ისე გაუხდის საქმეს კოსმოსი, რომ საქართველოს არაფრით დათმობს.

აი ამიტომ ვხედავ შავ ზღვაზე ამერიკულ სამხედრო გემებს, რაკეტებს, რომლებიც აღმოსავლეთით და ასევე ჩრდილოეთითაცაა პირით მიქცეულები.

ამ პროცესებს რუსეთი ვერ შეაჩერებს, არ ძალუძს, საკუთარი თავი გასჭირვებია.

ვხედავ, რუსეთს ძალიან გაღიზიანებული ტონი ექნება საქართველოსთან დაკავშირებით.

შეიძლება გინებაზეც კი გადავიდნენ. რატომ? — ისმის კითხვა. იმიტომ რომ ამერიკა ყველა საჭირო პროცესს დააჩქარებს, რათა ჩვენი ქვეყანა ნატოშიც შევიდეს და რუსეთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავიდეს. ეს იქნება რუსული პოლიტიკის ინფარქტი — სასიკვდილო ინფარქტი, და ის გარდაიცვლება.

უკრაინაში რუსეთი დამარცხებულია.

თავი მხოლოდ პროპაგანდის ხარჯზეღა გააქვს და ამითღა წელავს თავისი არსებობის დროს. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური განადგურება და შიმშილია, რომ თითქოს წყვეტს არსებობას. და თუ ასე გაგრძელდა, კრემლი მართლა შეწყვეტს არსებობას.

პროპაგანდის იქით არც საჭმელია, არც სამსახურები და არც შემოსავალი რუს ხალხში.

უკრაინაში კი ყველაფერი იქით მიდის, რომ ცვლილებები, რომლებიც უკრაინელებს მიზნად აქვთ დასახული, ხორციელდება და რუსეთი აქ ვერაფერს გახდება.

ასე რომ იქნებოდა, ეს ომის დაწყების დღიდან ჩანდა.

ვხედავ, საქართველოში დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება. მოხდება ძალიან საინტერესო ამბები. პოლიტიკოსები ერთმანეთს მოთხრიან და ასეთი ნაბიჯები იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ხალხი მათ ხმას არ მისცემს. ამიტომ ფრთხილად!

ვხედავ, დაიჭერენ ისეთ პერსონებს, რომელთაც ჰგონიათ, დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა ხელს არ დაადებს.

ვხედავ, ვინც არიან, მაგრამ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.

ვხედავ, იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი. ვხედავ, იწვის დიდი რესტორანი — ვერ მორიგდნენ.

მალე ამ თავხედურ ქმედებებს საქართველოში წერტილი დაესმება, მაგრამ მანამდე პროცესებს ვერავინ შეაჩერებს.

ბევრი დატოვებს თანამდებობას, მაგრამ ეს ხალხს საერთოდ არ აღელვებს.

„კისერიც უტეხიათ!“ — ასეთია მათი დამოკიდებულება.

ამერიკელები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი — ეს საქართველოა და ამიტომ მხოლოდ საქართველოს აქვს უფლება, ჰყავდეს იქ სამხედრო გემები. ამაზე იქნება დიდი გარჩევები და ესეც გახდება მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა საქართველო დატოვოს.

ვხედავ, ოკუპაციის კანონში ქართული სახელმწიფოს საზიანოდ არ იქნება კი არა, ვერ იქნება ცვლილებები. კოსმოსი ამას არ დაუშვებს არცერთ შემთხვევაში. რუსეთი ოკუპანტის სახელს ვერ ჩამოირეცხავს, ხოლო ოკუპაციის კანონში ცვლილებების საკითხი, როგორც წამოიჭრა შადიმანებისგან, ისე გაქრება. არაფერი გამოუვათ. ამინ!

საერთოდ, ყველა ის მცდელობა, რაც საქართველოს საზიანოდ იქნება მიმართული, ჩაიშლება.

მცდელობა იმისა, რომ ჩვენში ქართველებისთვის მიუღებელი წეს–კანონები დანერგონ, მარცხით დასრულდება.

ორი ათეული წლის წინ აღვნიშნე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ზნეს, წესებს, ტრადიციებს.

მერწმუნეთ, ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება იმ წესებს, რომელთაც თავს გვახვევენ.

ვერ მოესწრებიან! იმიტომ რომ ეს ქართულ გენში არ დევს.

პატარა დათმობებმა ასეთ ხალხს ფრთები შეასხა, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობას წააწყდებიან, რომ მომავალში არავითარი სურვილი არ ექნებათ საქართველოში ამ წესების დაკანონებისა, ვინაიდან მოდის ეროვნული მთავრობა, მოდიან მეცნიერები, რომლებიც ხელის ერთი მოსმით მოუღებენ ბოლოს ამ პრობლემებს და ამ წესების დანერგვის მოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებენ მომავალში"... (გაგრძელება იქნება) ...

სხვა სიახლეები:

🔵 არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ - უკრაინაში მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში დაიბარეს

🔵 ლაშა ბაქრაძე: ხორბლის ფასი წარმოუდგენლად იზრდება, ხვნა-თესვის პერიოდია - ტურიზმის იმედად ყოფნა აღარ გამოვა

🔵 "აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან - მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს" - დათო ლიკლიკაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755277560

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატი: ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი, რამდენიმე ახალი ბაღი აშენდა, გზები გავიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა სამანქანო გზა

„თითქმის, ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ის დახმარება, რაც ჩვენ ხელისუფლებისგან გვქონდა თუ ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, ეს სიკეთე ყვ...

 ალექსი ფიცხელაური

1755277425

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო

სწორედ კარგი მთავრობის ანგარიშში საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობისა და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამ კანონების გაუქმებაზე მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო...

ნინო წილოსანი

1755276066

საზოგადოება

შალვა მაისურაძე: ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესები ყველა მიმართულებით

ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის საკრებულოში იმ უბნის წარმომადგენელი ვიყო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცნობი თითოეული თქვენგანის საჭიროებებს, - წერს ნაძალადევის რაიონ...

შალვა მაისურაძე

1755274682

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წ...

პროკურატურაპროკურატურა

1755274283

საზოგადოება

საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ინფორმ...

საავტომობილო მოძრაობა