მგზავრმა, რომელიც წონის გამო თვითმფრინავში არ აუშვეს ავიაკომპანიას სასამართლო მოუგო

როგორ არ დაუშვა ავიაკომპანიამ „ზედმეტად მსუქანი„ მგზავრი ბორტზე.

ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ბრაზილიელი 38 წლის ინფლუენსერი ჯულიანა ნემე კატარის ავიახაზებმა ბორტზე არ დაუშვა, იმის გამო რომ ის ეკონომკლასისთვის ზედმეტად მსუქანი იყო. ჯულიანამ, ოჯახთან ერთად ბრაზილიაში დასაბრუნებლად, კატარის ავიაკომპანიის ბილეთი შეიძინა. კატარის აეროპორტში ერთ-ერთმა სტიუარდესამ ჯულიანას დედას დაურეკა და აუწყა რომ მისი ქალიშვილი არ იყო ბორტზე სასურველი, ვინაიდან ის ძალიან მსუქანი იყო. ავიაკომპანიის განცხადებით, ჯულიანას ბიზნესკლასის ბილეთი უნდა შეეძინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემოდა გაფრენის საშუალება. მან შეეცადა ავიაკომპანიის დარწმუნება, რომ მიეცათ გაფრენის უფლება, ვინაიდან ის სამ ადამიანთან ერთად შინ მიფრინავდა, თუმცა უშედეგოდ.

საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ ბეირუთში ბრაზილიის ელჩთან საუბარი გახდა საჭირო, თუმცა იმისათვის რომ ჯულიანა ოჯახთან ერთად სახლში, ლიბანიდან დოჰას გავლით გაფრენილიყო, მას მოუწევდა პირველი კლასის ბილეთის ყიდვა დაახლოებით 3000 ევროდ, მიუხედავად იმისა რომ მას უკვე ჰქონდა ეკონომკლასის ბილეთი.

აღსანიშნავია რომ მის წონას არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია სხვა რეისებზე. გარდა ამისა ავიაკომპანიას მისთვის არ დაბრუნებია უკვე გადახდილი 1000 ევრო. ჯულიანა ჩივის იმის გამო, რომ ისეთი მაღალი კლასის ავიაკომპანია როგორიც კატარის ავიახაზებია, არ შეეფერება კლიენტების დამცირება აეროპორტში ყველას თვალწინ, სიმსუქნის გამო.

მან მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ, ავიაკომპანიას უჩივლა, სადაც სასამართლოს პროცესი მოიგო. სან-პაულოს სასამართლომ ავიაკომპანიას ჯულიანას სასარგებლოდ დააკისრა 3.200,00 $ ღირებულების ფსიქოლოგთან ერთწლიანი თერაპიული კურსის დაფინანსება. თავის ინსტაგრამის გვერდზე, ჯულიანა გამომწერებს რთულ პერიოდში გვერდში დგომისათვის მადლობას უხდის და მოუწოდებს რომ ხმა ამოიღონ ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით როცა სიმსუქნის გამო ბულინგის მსხვერპლი ხვდები.

ამირან ხინიკაძე-ქადიეშვილი, სპეციალურად ექსკლუზივიტივისთვის გერმანიიდან

წყარო: www.20min.ch

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე