“მკითხა, რომ გავიზრდები გურჯისტანში ხომ წამიყვანო?” - ლაზი ბიჭუნასა და ქართველი მწერლის ამბავი

მწერალი მაია წიკლაური-სარიჩამი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ამაღელვებელ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ახალგათხოვილს გადახდა ერთ პატარა ლაზურ სოფელში.

"ერთი კვირის პატარძალი ვარ და წამიყვანეს სიმინდის ყანებში ჩაფლულ პატარა ლაზურ სოფელში,
ყანისა და სიმინდისა მე რა გამეგება, ჩამოვჯექი სახლის წინ ქვის კიბის საფეხურზე და ვაკნაწუნებ საქართველოდან ბებიაჩემის გამოტანებულ, ახლად მოხალულ მზესუმზირას. მთელი სოფელი  გასულია სათოხში. შემოვიდა ეზოში ასე 5-6 წლის დიდთვალება ბიჭუკელა და პირდაღებული მიყურებს, ერთ ხელში პაწაწინა თოხი უჭირავს, მეორე ხელში - მჭადის ნატეხი.

მოდი-მეთქი, დავუქნიე ხელი, თურქული ჯერ არ ვიცი, ლაზური მითუმეტეს, დაილოცოს ხელ-ფეხის ენა, ყველას ესმის! 

ჯერ კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე ენა გამომიყო და დამეჯღანა, მეც დავეჯღანე. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და გამიღიმა, მეც გავუღიმე, გამბედაობა მოიკრიბა და მჭადი გამომიწოდა, გამოვართვი და ერთი მუჭა მზესუმზირა შევთავაზე.

რამდენიმე წუთის მერე კიბეზე გვერდიგვერდ  ვაკნაწუნებდით ქიზიყის მზესუმზირას და დიდი ხნის მეგობრებივით ვტიკტიკებდით თურქეთის მიწა-წყალზე, ის ლაზურად, მე ქართულად.

დაბრუნდა დაღლილ-დაქანცული ხალხი ყანებიდან. ამ ჩემს პატარა ძმაკაცსაც დაუძახეს. რაღაც სასიამოვნო ჩამირაკრაკა, გამიღიმა და თავისი პატარა თოხის ქნევა-ქნევით გაიქცა, მეც შევედი სახლში სუფრის გასაშლელად.

მეორე დილით გავიხედე და ისევ მოცუნცულდა ჩემი ციცქნა ბერქაი ახლად გამომცხვარი მჭადით ხელში, ხოდა, ასე მთელი კვირის მანძილზე, ის თავის ენაზე, მე ჩემს ენაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს დარდებს, და  მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის.

ერთ დილასაც აღარ მოვიდა ბერქაი, ველოდე, ველოდე, ველოდე... ვეღარ მოვითმინე. 

პატარა მდინარის გადაღმა ნაპირზე,  ხის მოძველებულ სახლში ცხოვრობდა დიდთვალება ლაზი ბიჭუნა, ბერქაი. 

ვაკაკუნე და ვაკაკუნე კარებზე, არავინ გამომეხმაურა, წამოვედი დაღონებული. არც მეორე დღეს და არც მესამე დღეს მოსულა ბერქაი...

გავიდა რამდენიმე წელი და მეზობელ ქალაქში, ობოლი ბავშვების ინტერნატში, უფროს კლასებში გამანაწილეს ქიმიის მასწავლებლად. ერთხელაც, შესვენებაზე, მომიახლოვდა 10 წლის ბიჭუნა და უსიტყვოდ მჭადი გამომიწოდა. უცებ გული გამიჩერდა - ორი დიდი ნაცნობი თვალი მიყურებდა, მოწყენილი და სევდიანი პატარა სახიდან:
- ბერქაი! - შევყვირე გახარებულმა,
ჩავიმუხლე და გავშალე ორივე ხელი, ჯერ შეყოყმანდა, მერე გამოიქცა და ჩამეხუტა:

- სად დამეკარგე, ბერქაი! როგორ გელოდებოდი, რომ იცოდე!

ობოლი ყოფილა  ბერქაი, მოხუც ბებიასთან  იყო იმ ზაფხულს, მერე კი ბიძებმა ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს, თურმე არც კი ჰკითხეს, როგორ უნდოდა მდინარის გადაღმა ერთადერთ გურჯ მეგობართან გამომშვიდობება. სლუკუნებს ბერქაი და ვიცრემლები მეც, მზესუმზირას ხომ მომიხალავო? - მკითხა, აუცილებლად-მეთქი; რომ გავიზრდები, გურჯისტანში ხომ წამიყვანო? - შენ ნასწავლი კაცი იქნები და თვითონ წახვალ-მეთქი.

ბერქაიმ არდაჰანის უნივერსიტეტის ქართული ენა-ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა და ხშირად მესტუმრება ხოლმე თავის ქართველ მეუღლესთან  ერთად მზესუმზირის საკნაწუნოდ."28.10.2021

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783949232

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6359 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართები...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1783947623

საზოგადოება

შიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

„სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რო...

შიო მესამე:

1783946471

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვ...

ლადო სადღობელაშვილი

1783945166

ახალი ამბები

„ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ „მწვალებელთა პარტიას“ იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს“ - ირაკლი ზარქუა „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარზე

ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს „ქართული ოცნება“ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „კასრების საქმეზე“ ისაუბრა. უმრავლესობის შეფასე...

ირაკლი ზარქუა

1783943349

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დრო...

წვიმიანი ამინდი