რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხკოდის შესახებ?

უნივერსალური სასაქონლო კოდი (შტრიხკოდი) ციფრებისა და შტრიხების საშუალებით ჩაწერილი ინფორმაციაა და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისთვის. 

უნივერსალური სასაქონლო კოდი ანუ შტრიხკოდი შეიქმნა 1977 წელს თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის (EAN) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ სისტემამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ამჟამად მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC ნებაყოფლობითია, თანამედროვე სავაჭრო ფირმები შტრიხ-კოდის გარეშე წარმოებულ საქონელს არ იღებენ. ეს კი უარყოფითად მოქმედებს საქონლის კონკურენტუნარიანობაზე.
თუ საქონელზე მითითებული არ არის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება და კოდი, ჩნდება ვარაუდი, რომ პროდუქცია უხარისხოა და მისი შეძენა არ ღირს.

პროდუქციაზე განთავსებული უნივერსალური სასაქონლო კოდი დაშიფრული სახით ინახავს შემდეგ მონაცემებს:

  • 13-ციფრიანი შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს იმ ქვეყანას, რომელშიც გაიარა რეგისტრაცია და მიიღო ნომერი მწარმოებელმა და მისმა საქონელმა;
  • შემდეგი 4-6 ციფრი შეიცავს საქონელზე ინფორმაციას, რომელსაც ანიჭებს დამამზადებელი საწარმო ან გამყიდველი დამოუკიდებლად, სარეგისტრაციო ნომრის სახით თავისი საწარმოს ფარგლებში;
  • შემდეგი 3-5 ციფრი შეიცავს ინფორმაციას საქონელზე - მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
  • შტრიხ კოდებში ბოლო ციფრი ( 8 (მცირე ზომის ნაწარმზე 8-ციფრიანი შტრიხკოდი გამოიყენება) ან 13 ) საკონტროლო ციფრს წარმოადგენს.                                                                                                                                                                                                                                                                                      საკონტროლო ციფრის გამოთვლა

1. შეაჯამეთ შტრიხკოდში ლუწ ადგილებზე მდგომი ციფრები;
2. მიღებული ჯამი გაამრავლეთ 3-ზე;
3. შეაჯამეთ კენტ ადგილებზე მდგომი ციფრები;
4. შეაჯამეთ მე-2 და მე-3 პუნქტებში მიღებული რიცხვები;
5. მათი ჯამიდან დატოვეთ ერთეული;
6. ეს ერთეული გამოაკელით 10-ს და მიიღებთ საკონტროლო ციფრს (ანუ შტრიხკოდის ბოლო ციფრს).

რომელი ქვეყნისაა შტრიხკოდი?

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი ქვეყანაა მწარმოებელი, უნდა დავაკვირდეთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხ-კოდის პირველ ორ ან სამ ციფრს.

ქვეყნების შტრიხკოდებია:

საქართველო - 486

საფრანგეთი - 300-379
ბულგარეთი - 380
სლოვენია - 383
ხორვატია - 385
ბოსნია-ჰერცეგოვინა - 387
გერმანია - 400-440
რუსეთი - 460-469
ესტონეთი - 474
ლატვია - 475
ლიეტუვა - 477
ბელორუსი - 481
უკრაინა - 482
მოლდოვა - 484
დიდი ბრიტანეთი - 500-509
საბერძნეთი - 520
ალბანეთი - 530
მაკედონია - 531
მალტა - 535
ირლანდია - 539
ლუქსემბურგი - 540-549
ბელგია - 540-549
პორტუგალია - 560
ისლანდია - 569
დანია - 570-579
პოლონეთი - 590
რუმინეთი - 594
უნგრეთი - 599
ფინეთი - 640-649
ნორვეგია - 700-709
შვედეთი - 730-739
შვეიცარია - 760-769
იტალია - 800-839
ესპანეთი - 840-849
სლოვაკეთი - 858
ჩეხეთი - 859
ჩერნოგორია - 860
სერბეთი - 860
ნიდერლანდები - 860-879
ავსტრია - 900-919
ფინეთი - 640-649
ისრაელი - 729.


ამერიკის შეერთებული შტატები 000-019, 030-039, 060-139

ყირგიზეთი - 470
აზერბაიჯანი - 476
უზბეკეთი - 478
შრი-ლანკა - 479
ფილიპინები - 480
სომხეთი - 485
ყაზახეთი - 487
ტაჯიკეთი - 488
იაპონია - 490-499, 450-459
ლიბანი - 528
კვიპროსი - 529
ბაჰრეინი - 608
სირია - 621
იორდანია - 625
ირანი - 626
ქუვეითი - 627
საუდის არაბეთი - 628
ჩინეთი - 690-695
ისრაელი - 729
მონღოლეთი - 865
კორეა - 867
თურქეთი - 869
კამბოჯა - 884
ტაილანდი - 885
სინგაპური - 888
ინდოეთი - 890
ვიეტნამი - 893
ინდონეზია - 899
მალაიზია - 955


სამხრეთ აფრიკა -600-601

განა - 603სენეგალი - 604ბაჰრეინი - 608მავრიკი - 609მაროკო - 611ალჟირი - 613ნიგერია - 615კენია - 616კოტ-დ'ივუარი - 618ტუნისი - 619რანზანია - 620სირია - 621ეგვიპტე - 622ლიბია - 624იორდანია - 625ირანი - 626ქუვეითი - 627საუდის არაბეთი - 628არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 629.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764932089

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა

 ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...

კახა კალაძე

1764932059

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....

დავით მათიკაშვილი

1764930923

საზოგადოება

პრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...

ირაკლი კობახიძე

1764930604

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში

„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...

ირაკლი კობახიძე /

1764930367

ახალი ამბები

პრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს

„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...

ირაკლი კობახიძე