როგორ მოვრთოთ "ნაძვის ხე" სწორად - სასარგებლო რჩევები
ყველასთვის საყვარელი - ახალი წელი ახლოვდება და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ნაძვის ხის მორთვაა.
როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე?
ზოგი ცოცხალ ნაძვს ამჯობინებს, ზოგს კი ხელოვნური ურჩევნია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აირჩევთ, არის დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ნებისმიერი ტიპის ნაძვის ხის შეძენისას.
⚫ ნაძვის ხე უნდა იყოს სიმეტრიული და კენწეროსკენ ვიწროვდებოდეს
⚫ არ იყოს ძალიან “შიშველი”, ანუ მის განყოფილებებს (ფენებს) შორის არ იყოს ძალიან დიდი დაშორება.
⚫ გაუკეთეთ ნაძვის ხეს სადგამი და შესაფუთი.
ნაძვის ხის განათება ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია ნაძვის ხის მორთვისას
თუ ხელოვნური ნაძვის შეძენას აპირებთ, დაფიქრდით, ხომ არ ჯობს, უკვე განათებული ნაძვის ხე შეიძინოთ და დრო, მისი განათებისთვის რომ უნდა დაგეხარჯათ, ნაძვის ხის სხვა კუთხით გაფორმებას მოახმაროთ.
როგორ შევარჩიოთ ფერები ნაძვის ხისათვის?
ფერის არჩევისას უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ იმ ოთახის ფერი, სადაც ნაძვის ხეს დგამთ.
⚫ კლასიკური საახალწლო ფერები - წითელი და მწვანე. ეცადეთ მწვანე ხე მორთოთ წითელი ორნამენტებით, თუ გსურთ დამატებითი ფერის შემოტანა, ეცადეთ, ეს ფერი იყოს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან წითელი, მწვანე და საერთოდ, ნათელი ფერები, საუკეთესოა ამ სტილში.
⚫ ზამთრის ფერები - ლურჯი, ვერცხლისფერი და ალისფერი. ამ ფერებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ყინულოვანი ხის იმიტაცია. თუ ამ ფერებს აირჩევთ, მაშინ თავი შეიკავეთ წითლის, ყვითლისა და ოქროსფერისაგან.
⚫ ლითონის ფერები - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მეტალის ფერთა შეხამება საკმაოდ ადვილია და ისინი ნაძვის ხის განათების აქცენტირებას ეხმარება.
⚫ გრილი ან თბილი ფერები - გრილი ფერებისთვის უნდა გამოიყენოთ – ლურჯი, ალისფერი, ვერცხლისფერი და მწვანე.
⚫ ნაძვის ხე რომ თბილი ფერებით გაფორმდეს, საჭიროა – წითელი, ფორთოხლისფერი და ოქროსფერი აქსესუარები.
თემატიკა ნაძვის ხისთვის
შეიძინეთ სხვადასხვა ორნამენტით გაფორმებული ნაძვის ხის სათამაშოები.
შესაძლოა, ფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სათამაშო საკმარისია თქვენი ნაძვისთვის, რაც მცდარია, ყოველ ახალ წელს ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატოთ უკვე არსებულს.
მორთეთ ნაძვის ხე პატარა ნათურებით
დიდი ნათურების ნაცვლად, ნაძვის ხე პატარა, ციმციმა ნათურებით მორთეთ. ასე მორთული ნაძვის ხე მეტად დახვეწილი და კაშკაშა იქნება, გახსოვდეთ, ყურადღება არა განათებამ, არამედ ნაძვის ხემ უნდა მიიქციოს.
არჩეული ნათურები სასურველია არ იყოს მუსიკალური და არ ეწინააღმდეგებოდეს თქვენ მიერ არჩეულ თემასა თუ ფერებს.
ნაძვის ხის მორთვის პროცედურა
საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეთ ყველაზე შრომატევადი პროცედურით - ნაძვის ხის განათებით.
მორთვა უნდა დაიწყოთ ზემოდან ქვემოთ, განათება უნდა მოახვიოთ ხეს ისე, რომ თვალშისაცემი არ იყოს მისი კაბელი და თვალი მხოლოდ ნათურებს ხედავდეს.
განათება უნდა განაწილდეს თანაბრად, ამის შესაფასებლად ნაძვის ხეს ცოტა შორიდან შეხედეთ და დააკვირდით, სადმე მეტად განათებული ან ჩაბნელებული ადგილები ხომ არ დაგრჩათ.
გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:
ნუ მორთავთ ნაძვის ხეს ე.წ. “წვიმებით”, რადგან ამ სტილის ნაძვის ხეები აღარ არის მოდური...
კენწეროსთვის განკუთვნილი გავრცელებული აქსესუარებია:
⚫ ვარსკვლავი;
⚫ ანგელოზი;
⚫ ლამაზი ბაფთა;
⚫ დიდი ფიფქი;
⚫ ქრისტიანული ჯვარი (საქართველოში - ნაკლებად).
დაიმახსოვრეთ, რომ სტანდარტული სათამაშოების გარდა, ნაძვის ხეზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სხვადასხვა ტკბილეული, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს, შესაძლებელია ნაძვის ხისთვის ბუნებრივი გირჩების ან ხილის შეხამებაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 Mercedes-Benz თანამშრომლებს 6 ათას ევროს ოდენობის პრემიას გადასცემს
1775238281
სპორტისაქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...
1775236622
ახალი ამბებითინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...
1775234180
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...
1775232662
ახალი ამბებიმეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...
1775230611
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...































