რუსეთ-ჩინეთს შორის ომი დაიწყება და ამ ომში გამარჯვებული ჩინეთი დარჩება - ლელა კაკულია

უახლესი ინტერვიუ ქართველ წინასწარმეტყველთან, ჩაწერილია 2022 წლის 16 მაისს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ქვეყნდება.

— ქალბატონო ლელა, მოდით, ჩვენი ინტერვიუ იმ თემით დავიწყოთ, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოს აღელვებს: რუსეთ-უკრაინის ომით, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს იწინასწარმეტყველეთ. ამ ომის შედეგიც ნათქვამი გაქვთ — ის უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. სხვა რამ გვაინტერესებს: უკრაინის ხელისუფლების კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ხომ არ ავნებს ამ ორი სახელმწიფოსა და ხალხების ურთიერთობებს?
— არავითარ შემთხვევაში. უკრაინელებს უყვართ ქართველები და ჩვენც გვიყვარს ისინი, ვგულშემატკივრობთ მათ. უკრაინის ხელისუფლების საყვედურები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — ეს პოლიტიკური თამაშია და ორ ხალხს შორის ურთიერთობას ვერ გააფუჭებს.
— რას იტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიზე, როგორ შეაფასებთ მის პრეზიდენტობას?
— წინასწარმეტყველება ზელენსკის დადებითად აფასებს. უკრაინელ ხალხს მისი იმედი აქვს, ის ფაქტობრივად გმირია მათთვის და, სხვათა შორის, ვხედავ, რომ ასეც შემორჩება უკრაინის ისტორიას.
ყველაფერი, რაც ახლა კეთდება რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, პრინციპში, ზელენსკის დამსახურებაა — მისი მოთხოვნებისა და გამოსვლების წყალობით ხდება. მოკლედ რომ ვთქვა, ამ კაცმა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტობას კარგად გაართვა თავი.
— როგორი ურთიერთობა ექნებათ მომავალში რუსეთსა და უკრაინას? შერიგდებიან?
— უკრაინელი ხალხი არასდროს აპატიებს რუსეთს იმ ხოცვა-ჟლეტას, იმ სისხლიან კალოს, რომელიც მან მოაწყო. ამას არც ხალხი დაივიწყებს და არც ისტორია. რუსების მიმართ სიძულვილი, რომელიც თავად კრემლმა დათესა, უკრაინელთა გულსა და გონებაში ძალიან დიდხანს დარჩება. ეს კი, პირველ რიგში, ისევ თავად რუსებს ავნებს.
— რუსეთ-საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობაზე რას იტყვით?
— როგორც უნდა გაგიკვირდეთ, რუსეთ-უკრაინისგან განსხვავებით, მომავალში ჩვენ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდება. ვხედავდი და ვხედავ, რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ საქართველოსკენ უფრო შემობრუნდება, დაუტკბება, ვიდრე ევროპა-ამერიკასა თუ სხვა ქვეყნებს. და მოხდება ის, რაც ბევრი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გადმოგვცემს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ჯარს თავისი მიწების დასაცავად გაიყვანს ჩვენი ქვეყნიდან. უკანმოუხედავად გაიქცევიან!
აი ამ ნაბიჯების შემდეგ კოსმოსი ყველა კარს გაუხსნის რუსეთს, რაც მას გააძლიერებს. ზურგში კი ეყოლება ძლიერი მეზობელი, ერთმორწმუნე საქართველო, რომელთანაც მომავალში მართლაც კეთილმეზობლური ურთიერთობები ექნება.
მანამდე კი რუსეთს წინ ძალიან დიდი სირთულეები ელის, ძალიან დიდი. უმძიმესი საგარეო ვითარების გარდა, მას რევოლუციაც აქვს გადასატანი. 2012 წლის 7 იანვარს დავწერე, მშიერი რუსი ხალხი გარეთ გამოვარდება და ამას კრემლის ბინადარნი ვერ შეაჩერებენ, ეს ძალიან ჰგავს 1917 წლის რევოლუციას, თვითონ რუსებიც ასეთ შედარებას გააკეთებენ-მეთქი. აი ამის მერე იბადება ნამდვილი სლავური რუსეთი. და ეს, თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოსთვის საჭიროა.
როგორც 1999 წლის 18 აგვისტოს წინასწარმეტყველებაში ვწერ, რუსეთი მომავალში თავის ჯარს მოაწესრიგებს, ბევრ რამეს შეცვლის, სათავეში კი ჩემი ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტი ჩაუდგება, რაც საქართველოსთვის მომგებიანია. იმ დროს ჩვენს მთავრობაშიც ახალ სახეებს ვხედავ, და რუსეთს მყარი და სუფთა კონტაქტები ექნება საქართველოსთან.
— რატომაა მომგებიანი ჩვენთვის მომავალში მოძლიერებული რუსეთი?
— იმიტომ რომ მუსლიმები ერთიანდებიან და მოდიან. ეს კი უდიდესი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, არა საქართველოსთვის.
— რა დაგვიცავს, ქალბატონო ლელა?
— დაგვიცავს ზეთანამედროვე და ზესაიდუმლო იარაღი, რომელსაც შეერთებული შტატები ჩვენს საზღვრებზე განათავსებს. ეს 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველებაა: „საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება ძლიერი, საიდუმლო სამხედრო იარაღი, ტექნიკა, რომელთაც პირიქით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთის ქვეყნების მხარეს. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. ეს გარემოებაც იცავს საქართველოს მუსლიმებისგან — შიში!“
— ამბობთ, რომ „ეს გარემოებაც“, ანუ კიდევ რაღაც გვიცავს.
— დიახ. და ეს სხვა რამ არის ისეთი „იარაღი“, რომლის მომრევიც პლანეტაზე არ არსებობს — თუნდაც მთელი მსოფლიოს არსენალი გაერთიანდეს. ეს კოსმიური დაცვაა. ჩვენ ყველაზე მეტი და ძლიერი დაცვა გვაქვს, იმიტომ რომ ზეკოსმიურ განზომილებაში მყოფთ უყვართ ქართველები. „ადამიანებო, არაფერია თქვენი, რაც ჩემია. ჩემი კი საქართველოა“, — აი, ასეთია კოსმოსის დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ. ეს სიტყვები პირდაპირ კოსმოსიდან მოდის.
სწორედ ამ ძალების ნება-სურვილით, მუსლიმები ისევე აუვლიან გვერდს საქართველოს, როგორც მონღოლებმა აუარეს მეფე ლაშა-გიორგის დროს და რუსეთის სტეპებში შეიჭრნენ. ისტორიის ეს მონაკვეთი გამეორდება ერთი ერთში.
— ზემოთ ახსენეთ, რომ მომავალში კოსმოსი ყველა კარს გაუხსნის რუსეთს...
— ალბათ ხვდებით, რომ ჩემი ნებით არაფერს ვამბობ. ბევრი ხედვა თავადაც მაკვირვებს ხოლმე. ზოგჯერ მიფიქრია, ეს როგორ უნდა ასრულდეს-მეთქი? მაგრამ მოდის დრო და ყველაფერი სიტყვა სიტყვით სრულდება.
ძალიან არ მინდა, ომებს რომ ვხედავ, მაგრამ ვხედავ და უნდა ვიწინასწარმეტყველო, უნდა დავწერო. მაგალითად, რუსეთ-ჩინეთის ომი. ჩინეთი მიწებს მოსთხოვს რუსეთს და ამ ომში გამარჯვებული ჩინეთი დარჩება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მაშინ პრეზიდენტი — პუტინი თუ სხვა ვინმე, ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის აუცილებლად იქნება.
რასაც პირდაპირ ახლა ვხედავ, ისიც ზუსტად აცხადდება. ვხედავ, რომ რუსეთის დაცვითი ენერგიები უკვე დაიძრა კოსმოსიდან. მინდა ვთქვა, რომ რუსეთის გადარჩენის საკითხი ახლა აქ, ურეკში, ჩემთან წყდება. რუსეთის რუკიდან სრულად წაშლა არ შეიძლება! ეს საქართველოსთვის, ვიმეორებ, საჭიროა — ჰაერივით საჭირო.
სხვათა შორის, ახლა რუსეთში ხმალს მიჭედავენ. და ეს ხმალი ნიშანია უდიდესი იარაღისა — უჩინარი კოსმოსური ენერგიისა.
— ის კოსმოსი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბევრად უფრო რთულად აღსაქმელია ადამიანის გონებისთვის, ვიდრე ის, რასაც ვხედავთ — ვარსკვლავები, პლანეტები, ციური სხეულები.
— ეს ის თემაა, რაზეც ბევრის თქმის უფლება არ მაქვს. ადამიანის გონება უბრალოდ ვერ გადახარშავს ამ ინფორმაციას. ახლა ერთს გაგიმხელთ და ვნახოთ, როგორ მიიღებთ.
ვხედავ, კოსმოსში მე ჩემი ჯარი მყავს, 50 ლეგიონი, უხილავი ზეციური მებრძოლები, კოლოსალური ძალა. ხედვაში აბჯარასხმული ვდგავარ, ჯაჭვის პერანგი მაცვია, თავზე მუზარადი მხურავს — ჯვარგამოსახული, ხელში კი ხმალი მიპყრია — თითქოს მოფრინავს ჩემკენ და ვიჭერ. კავკასიონიდან კი ეშვებიან რკინის აბჯარასხმული ქართველი მეომრები საბრძოლო სიმღერით.
გახსოვთ, რა წინასწარმეტყველური ლექსი ჩავწერე 1995 წლის 9 მარტს?
„თამარის დროშა ფრიალებს კავკასიონის წვერზედა,
ქართველთ ლაშქარი შეიკრა სამშობლოს დაძახილზედა.
მივდივართ, მიგვიჩქარია, რით ხართ კარგები ჩვენზედა?!
გუგუნებს კავკასიონი, არ შეგეშინდეთ, არადა!
ლაშარის ჯვარი მოგვყვება, ჯვრის მონასტერის ნათება,
სვეტიცხოველი ფარია, მახვილი — თვითონ განგება“.
იცოდეთ, ეს ლექსი კი არა, ატომური ბომბია.
ახლა გელაპარაკებით და თან ყურში მესმის სიტყვა, რატომღაც რუსულად: перерождение...
— რას ნიშნავს ეს?
— ეს ნიშნავს ჩემ თავიდან შექმნას, თავიდან ჩამოყალიბებას. უზარმაზარი ენერგია მეხსნება. აქამდე რამდენიმე საფეხური გავიარე — ჯერ დაბალი, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე... და ახლა, როცა პლანეტას უჭირს, უკვე მწვერვალზე ვარ. მტრის კარს, ვისაც ჩავუკაკუნებ. ეს არის ღვთის რისხვა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ამინ! აი ნახავთ!!!
— თუ შეიძლება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა.— ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები. ეს ყველაფერი ჩემს საავტორო გაზეთშიც ქვეყნდებოდა, წიგნებშიც „ახალი სიტყვა“ და სხვა მედიასაშუალებებითაც ხშირად მითქვამს. ამიტომ აღარ გავიმეორებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველაფერი ასრულდება. იების რევოლუცია მოხდება მილიონი პროცენტით. საქართველო დასუფთავდება.ვხედავ, საქართველო გათავისუფლდება ყოველგვარი ბოროტისა და უწმინდურისგან.საქართველოს ვერ დააჩოქებენ!საქართველოს ვერ დაშლიან!ქართულ გენს ვერ წაშლიან!დიახ, ეს წინასწარმეტყველებაა და ყოველივე ასრულდება, წერტილიც კი არ მოაკლდება და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი

1715963062

ახალი ამბები

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზ...

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი

1715958874

ახალი ამბები

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო“ - ირაკლი კობახიძე

„ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრ...

ირაკლი კობახიძე

1715957851

ახალი ამბები

თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე გამომსვლელი ესტონელი მარგუს ცაჰკნა: ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე - ამის შ...

ლგბტლგბტ

1715955738

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7585 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.99...

ააა