რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან — „კოჭლი გენერალი“ - ლელა კაკულია

 „ყველა აცნობიერებს, რომ პუტინის პრეზიდენტობა აღარ შეიძლება - ასე ფიქრობს შეიარაღებული ძალების მინისტრიც და ჯარიც...“-ნათქვამია, ქართველი წინასწარმეეტყველის ლელა კაკულიას გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ძალიან ზუსტად ასახავს დღევანდელობას, ახალი წარმოთქმული არ არის

ეს წინასწარმეტყველება ქალბატონმა ლელამ 2011 წელს ჩაწერა და გამოაქვეყნა კიდეც, მათ შორის, 2014 და 2017 წლებში გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა“.

ახლად წარმოთქმული კი ის გახლავთ, რაც ქალბატონმა ლელამ პირად საუბარში დაგვიდასტურა: გავრცელებული ხმები, რომ ვლადიმირ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის ახლა ნამდვილად მძაფრი დაპირისპირებაა, აბსოლუტური სიმართლეა.

და იქვე დაამატა: „სამხედროები დაასწრებენ. პრეზიდენტის გარემოცვა მანამ გადადგამს ნაბიჯს, სანამ ის ბრძანებას გასცემს...“

ქვემოთ კი იმ წინასწარმეტყველების ამონარიდებს გაგაცნობთ, რომლითაც ეს პუბლიკაცია დავიწყეთ.

📌 2011 წელი, 19 ოქტომბერი, დილის 5 საათი

რუსეთში ისევ არეულობაა. ვხედავ, პრეზიდენტის რეიტინგი ნულს უტოლდება. ისინიც კი, ვინც „ეძინაია რასიაშია“ გაერთიანებული, სხვა აზრისანი არიან, ანუ გასაქცევს ეძებენ, [ამჟამინდელ] პრემიერს აბსოლუტურად არ ემხრობიან, პრეზიდენტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ასე რომ, პუტინის  პარტია, ვხედავ, დაიშლება. მას მხარს არავინ დაუჭერს. ხალხს იგი აღარ უნდა, განსაკუთრებით კი — საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნა.

ხალხს ნამდვილი დემოკრატია სჭირდება და ნამდვილი სლავური სახელმწიფო, იმიტომ, რომ რუსეთის ტერიტორიები სხვა ეროვნების მქონე ხალხებს აქვთ, ასე ვთქვათ, კულტურულად დაპყრობილი.

მართლმადიდებლობასაც მაგრად ურტყამს მუსლიმური რელიგია, მალე რუსებსაც მოსთხოვენ ფარანჯებით სიარულს.

ვხედავ, თუ სლავებმა მხრები არ ჩამოიბერტყეს და სხვა ქვეყნების პოლიტიკაში არ მორჩნენ ხელების ფათურს, მთლიანად იშლებიან და დიდი რუსეთისგან აღარაფერი რჩება ნოვგოროდის გარდა. ყველა ავტონომია ცალკე სახელმწიფოს ითხოვს. ფრთხილად!!!

მაგრამ პუტინი თავის კვალს ტოვებს და საკმაოდ ღრმასაც. უბრალო ხალხი იჭყლიტება, როგორც ყოველთვის. პუტინი, ვხედავ, რომ წააგებს...

მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, ერთგული ხალხი უღალატებს, ვინაიდან ყველა აცნობიერებს იმას, რომ მისი ყოფნა პრეზიდენტის  პოსტზე აღარ შეიძლება. დიახ, არ შეიძლება!

‼️ ვხედავ, ასე ფიქრობენ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მინისტრიც და ჯარიც, რომელიც თითქმის უკვე არ არსებობს. ეს ის ხალხია, ვინც პირველები განუდგებიან <...> ზუსტად აქედან მიიღებს დიდ დარტყმას...‼️

მას ძალიან დიდი წინაღობები ელის. უპირველესად კი ეს ხალხის — რუსი ხალხის უნდობლობაა, რასაც მთელი წამყვანი ელიტის უნდობლობაც ემატება.

ვხედავ, მთელი რუსეთია ამხედრებული. ამ ყველაფერს ზედ დაერთობა არასწორი პოლიტიკა, რომლის  გატარებასაც იგი მოინდომებს, თუკი მოასწრო!

‼️ ვხედავ, მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ეს მისი ახლო გარემოცვაა. მათი მიზანი ერთია: რადაც უნდა დაუჯდეთ, მოიშორონ პრეზიდენტი — თუნდაც სიცოცხლის ფასად. ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა შესრულდეს! ‼️

პუტინი გრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და ფიქრობს, მოიყვანოს „კაცი არსაიდან“, ანუ პეტერბურგიდან.

დაიხ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. მე მას „გენერალი“ დავარქვი, უფრო სწორად — „კოჭლი გენერალი“. იგი  ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისება აქვს წინამორბედებთან შედარებით.

მოკლედ, მომავალი ვიცი და ეს ყველაფერი ვიწინასწარმეტყველე კიდეც. მაგრამ, როგორი პოლიტიკური გზაც უნდა გაიაროს დღეს რუსეთმა პუტინთან ერთად, ამ მონაკვეთს ვერავინ ამოჭრის. იწყება ბრძოლები, ინტრიგები და მოკლედ, ყველაფერი ერთად.

რუსეთის ოპოზიცია სუსტია, ხალხი უფრო მძაფრ მოქმედებებს ელის მათგან, რასაც ვერ ღებულობს.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ „გენერალი“ მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.

ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ [ამჟამინდელ] პრემიერს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა [ახლანდელი] პრემიერის ბოლოც... იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე, როცა ის  პოლიტიკურ ზენიტში იმყოფებოდა.

‼️<...> ვხედავ მის მიერ მოწყობილ შეკრებებზე დამსწრე პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოხელეებს, ჟურნალისტებსა თუ ელიტას — ყველას ერთი აზრი აქვს უთქმელად, რომ მან უკვე წააგო და რუსული პოლიტიკიდან უკვე თითქმის წასულია. ‼️

<...> მოკლედ, რუსეთი, რუსი ხალხი, დიდი ცვლილებების წინაშე დგება. თითქოს ახალი, რუსული, ნამდვილი სლავების სახელმწიფო თავიდან იბადება...

მთავარი ისაა, რომ დემოკრატიული, ძლიერი მთავრობის მოსვლა ყველაფერს შეცვლის რუსულ პოლიტიკაში. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვრების დაფიქსირება, რაც დიდ ტვირთს მოხსნის რუსეთს. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს!",-ნათქვამია, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია - მოღალატეობრივია! - ლადო სადღობელაშვილი

🔵Kinder Surprise-ის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, სალმონელას "ინფექციის სავარაუდო გზა" - ზაზა წერეთელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე