სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ღამის საათებში სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებების „ბასლაინში“ გადაადგილება ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას და შესაძლოა, სამომხმარებლო ფასებზეც იქონიოს გავლენა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ის წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალება. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „ბასლაინში“ გაჩერდნენ ღამის საათებში –  პირველი საათიდან, ექვს საათამდე, რათა ტვირთი გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას, მეორე მხრივ, ტრანსპორტირების შესაბამისი ხარჯების შემცირება, ლოგიკურად, თავის სიტყვას იტყვის ფასების კლების ნაწილში. ცვლილებები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის პროექტშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ქსელებისა და დისტრიბუციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქსელებთან და დისტრიბუტორებთან. დისკუსია გვქონდა, რომ ღამის საათებში დისტრიბუტორებისთვის შესაძლებელი გახდეს „ბასლაინებში“ მოძრაობა, რათა მათ განახორციელონ დისტრიბუცია. დისტრიბუციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღიდან გადავა ღამეზე, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას დღის საათებში. ამასთან, ღამის დისტრიბუცია უფრო ცენტრალიზებული იქნება და მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს დისტრიბუტორებსა და ქსელებს, რაც თავისთავად აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790099517

საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...

ბაქო

1790098124

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...

ირაკლი კობახიძე

1790095730

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790093826

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...

ერდოღანი ერდოღანი

1790092023

მსოფლიო

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...

დონალდ ტრამპ