„ყველაფერმა, რაც ხდება, დღეს მთვარის დაბნელების დერეფნის მიმდინარეობისას ჩვენს ცხოვრებაში ან მთლიანად, სამყაროში მომდევნო 18 წელზე შეიძლება იქონიოს გავლენა“ - ასტროლოგის რჩევები

16 მაისს მთვარის სრული დაბნელებაა. დაბნელების პიკი თბილისის დროით 08: 14 წუთზე დგება მორიელის 26-ე გრადუსზე. ამის შესახებ ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყველაფერმა, რაც ხდება დაბნელების დერეფნის მიმდინარეობისას ჩვენს ცხოვრებაში ან მთლიანად, სამყაროში ( 30.04.22-16.05.22 ), მომდევნო 18 წელზე შეიძლება იქონიოს გავლენა, უკვალოდ, როგორც წესი, არ ჩაივლის ხოლმე.
საერთოდ, კურო-მორიელის ღერძზე დაბნელებას ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობთ ხოლმე, რადგან ეს ნიშნები ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებთან არიან დაკავშირებული.
ვერავინ განსაზღვრავს თავიდანვე, რისი მოტანა შეუძლია დაბნელებას თითოეული ჩვენგანისთვის, ხშირად, ის გვაჯანჯღარებს, რათა სწრაფად გადავიდეთ სულიერი განვითარების დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე, თუ ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარ სტაგნაციას აქვს ადგილი და წინ არ მივდივართ. სამყარო ასეთ დროს ჩვენს ცხოვრებაში აჩენს ხშირად მტრულად განწყობილ, ან ჩვენდამი პრეტენზიების მქონე სხვა და სხვა ადამიანებს, ვისი მეშვეობითაც ვიწყებთ გარკვეული სახის ცვლილებებს და ვიცვლით მიდგომებს, ვაცნობიერებთ გარკვეულ საკითხებს, შედეგად, ვხედავთ ისეთ ახალ შესაძლებლობებს, რომელთა არსებობა მანამდე ვერც კი წარმოგვედგინა
დაბნელება ყოველთვის აკეთებს აქცენტებს იმ თემებზე, რაც უნდა განვავითაროთ, დავხვეწოთ, მიუთითებს ჩვენს სუსტ მხარეებზე, რასაც აუცილებლად დამუშავება სჭირდება.
დაბნელების დერეფნის პერიოდში ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები - ზოგიერთი იცვლის სამსახურს, გადადის ახალ საცხოვრებელში, ზოგიც - შორდება საყვარელ ადამიანს, ან პირიქით, იწყებს ახალ ურთიერთობებს, თუმცა, ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობების დაკანონება, ანუ ხელმოწერა, მაინც არაა მიზანშეწონილი, ისევე, როგორც დაწყება არ არის სასურველი არც ახალი წამოწყებები, ბიზნესს პროექტები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, დოკუმენტებზე ხელმოწერა. ამ პერიოდში უმჯობესია დავასრულოთ გადადებული საქმეები, დავკავდეთ ყოველდღიური რუტინით ასევე, სასურველი არაა ფულის სესხება ან გასესხება
ეს კარგი პერიოდია ყველანაირი ნეგატივის, მავნე ჩვევების მოსაშორებლად, ტოქსიკური ურთიერთობების დასასრულებლად, წარსულთან კარის დასაკეტად, გადაფასებისთვის.
თუკი რაიმე გაქვთ გასაყიდი, თავიდან მოსაშორებელი, პირიქით, სწორედ რომ ეს თქვენი დროა, მით უფრო, რომ ამჟამად მერკური რეტრო ფაზაშია და კარგი პერიოდია ტექნიკის, მათ შორის მანქანის გასაყიდად
მთვარე მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ამიტომ, დაბნელების პერიოდში, მით უფრო, როდესაც სუპერმთვარეობა დგება, როგორც ეს 16 მაისს გვექნება, შესაძლოა იმატოს სტრესულმა ფონმა, ამიტომ მათ, ვისაც სუსტი ფსიქიკა, ან დეპრესიული განწყობა აქვს, თადარიგის დაჭერა მართებთ (მომდევნო დღეებშიც). ნუ აჰყვებით ემოციებს, იპოვეთ განტვირთვის, პოზიტიური განწყობის შექმნის საშუალებები,, აიმაღლეთ ვიბრაცია, ასევე, ისევ და ისევ, ვისაც გულსისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აწუხებს, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, აკონტროლეთ წნევა, ბევრ ადამიას გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება ხოლმე, შესაძლოა თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებებმაც, ვინაიდან დაბნელებებზე კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია მოედინება და ყველას არ შეუძლია ამ ენერგიის გატარება, შესაძლოა ბევრი ადამიანი გაღიზიანებული, აფორიაქებული იყოს, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისას, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები 16 მაისის მთვარის დაბნელებით იხურება წლის პირველი დაბნელების დერეფანი, შემოდგომისას, გვექნება მეორე.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ! სიკეთე გქონდეთ! “, - წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 "რუსთავის 2" - ის რეპორტიორი, თამთა დოლიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა - თამთას ჩვენი დახმარება სჭირდება!
🔵 ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
🔵 „მოგვცეს ყველაზე ძვირად ღირებული მიწის 3 ჰექტარი“ - გიგა მაქარაშვილი ბუჩას მერს შეხვდა
1754751608
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და პოლიციელ...
1754747377
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისბრა...
1754747316
მსოფლიოThe Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის...
1754745385
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის...
1754744051
მსოფლიოალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის
ალასკის შტატის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად...