30 000-მდე სტუდენტს, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, დავალიანება გაუნულდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის გადაწყვეტილებით, 30 000-მდე სტუდენტს, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, დავალიანება გაუნულდება და სურვილის შემთხვევაში სწავლის გაგრძელებას იგივე უმაღლეს სასწავლებელში შეძლებენ. ინიციატივის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მის უმოკლეს დროში განსახორციელებლად, შესაბამისი დავალებები განათლებისა და ფინანსთა მინისტრს მისცა.

პრემიერის თქმით, საუბარია 40 მილიონ ლარამდე სწავლის საფასურის დაფარვაზე.

"მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს, ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი  ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში.

ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მე მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა  მინისტრებს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი," - განაცხადა პრემიერ0მინისტრმა დღეს გამართულ  თავრობის სხდომაზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746771490

ახალი ამბები

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...

საქართველოს მთავრობა

1746770507

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...

დონალდ ტრამპი

1746769172

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ - მათ გარდაუვალი მარცხი ელოდებათ

ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ქართული ოცნებისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადი...

ვლადიმერ ბოჟაძე

1746767451

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ღირსეული წვლილი მიუძღვის, ამ წვლილის, მსხვერპლის, გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება

„80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხ...

შალვა პაპუაშვილი

1746766974

ახალი ამბები

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.    1945 წლის...

ზოგადი