"ბორჯომიც" ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ - დავით ბერძენიშვილი

„რეპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას მინერალურ წყალ “ბორჯომთან” დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ. ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ”, - ამის შესახებ „რეპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას მინერალურ წყალ “ბორჯომთან” დაკავშირებით.
“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ. ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ. ჩამოართვან...კი არ იყიდონ დამნაშავე პუტინის ოლიგარქისგან. აბა, ვნახოთ, რით გაგვახარებს მოურავი. პატრონის მორიგი "ქველმოქმედებით" ხომ არა?
შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ბიძინამ არაფორმალური წილი იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს დაუტოვოს? " ქართული ბრენდი " „ბორჯომი“ თან ხელში ჩაიგდოს, თან ქართველებს დაგვამადლოს, რომ გადაარჩინა, დასავლეთს უპატაკოს, რომ სანქცირებულ ოლიგარქს მკაცრად მოექცა და დასავლური ხაზი გაატარა, თანაც არაფორმალურად და დამალულად იმ ოლიგარქს ფულიც გადაუხადოს, რასაც პუტინსაც მოახსენებენ ან არც მოახსენებენ...იქნებ, მართლა აგებს ომს დასავლეთთან უკრაინაში. ამერიკული 33 მილიარდი და „ლენდ ლიზი“ ბიძინასაც კი "გაუნათებს" გონებას”, - წერს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს",-წერს, დავით ბერძენიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში, ანჯელინა ჯოლიმ ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები მოინახულა
🔵დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მივიდნენ
🔵ტაროლოგ „Her Mit“-ის პროგნოზი 2 მაისიდან, 8 მაისის ჩათვლით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.
1754143204
მსოფლიოაზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის,...
1754141325
ახალი ამბებითბილისში მომხდარ ავარიას სკუტერის მძღოლი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ...
1754139184
ახალი ამბებითბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრ...