დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მივიდნენ

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს დღეიდან ახალი გაჩერება – სადგური ქუთაისის აეროპორტი დაემატა. რეაბილიტირებულმა სადგურმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, დღეს ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები მიიღო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან აეროპორტის მიმართულებით მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება.

,,ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს უკვე შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ. ეს საშუალებას იძლევა მგზავრებმა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება, იმისთვის რომ აეროპორტამდე იმგზავრონ მათთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ტრანსპორტის სახეობით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1 კმ და 800 მეტრია, რომლის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით მომსახურებას სთავაზობს.

დღეიდან, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან გასამგზავრებელ ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. აქცია ძალაშია 7 მაისამდე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 განგაშის სიგნალი ანჯელინა ჯოლის ლვოვში ყოფნის დროს (ვიდეო)

🔵ნახეთ, იტალიაში ხვალიდან რა კოვიდ რეგულაციები შედის ძალაში

🔵"სტეფან ტარაბალკა არ არის „კიევის აჩრდილი“ და არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი - იგი 13 მარტს გმირულად დაიღუპა" - უკრაინული მხარის პირველი განცხადება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754158770

მსოფლიო

კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს ალვარო ურიბეს 12 წლით შინაპატიმრობა მიესაჯა

 კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს ალვარო ურიბეს მოწმეებზე ზეწოლისა და თაღლითობის ბრალდებით 12 წლით შინაპატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 73 წლის ურიბე ქვეყნის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი...

ალვარო ურიბე

1754157481

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია

 საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი სამშობლოს მშვენიერებას, ხელს ვუწყობ...

მაკა ბოჭორიშვილი

1754155171

ახალი ამბები

ავტობანზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა

 გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი. მო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი