დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება.
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმნიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლად წმნიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.
ყოვლად წმნიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: “წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”.
ამაზე ნინომ უპასუხა: “როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?”
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: “მიიღე ჯვარი ასე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”.
გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.
იერუსალიმიდან წამოსული ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე-ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ამის შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა.
მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული ჯვარი. თავისი ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია.
მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც განუგრძია. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართლელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ნინო ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო”.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმნიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.
მამა კახაბერ შურღაია (წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): “ნინოობა, წმიდა ნინოს ხსენება, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგანაც ის ქართველთა განმანათლებელია.
როდესაც ღვთისმშობელს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანობის ქადაგება წილად ხვდა, მაცხოვარი გამოეცხადა მას და ამცნო, რომ მოახლოებული იყო ჟამი, როცა წმნიდა ქალწული მარიამი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. სწორედ ამიტომ ქართლში ქადაგება სხვისთვის უნდა გადაებარებინა და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს ერგო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ღვთისმშობელმა საქართველო მიატოვა, პირიქით, რადგან მას წილხვედრად ერგო, ამის შემდგომ წმნიდა მარიამს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ანდრია პირველწოდებულს თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა. იგი საქართველოში შემოვიდა, ქრისტიანობა იქადაგა და ეკლესია დააფუძნა.
შემდეგ ღვთისმშობლის გამოცხადებით წმნიდა ნინოს დაევალა ქართლის მოქცევა. როდესაც მან ნახა ერი, რომელიც წარმართულ ღვთაებას სცემდა თაყვანს, ცხარე ცრემლით ტიროდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეს ერი ქრისტეს სჯულზე მოექცია.
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: შემოსვლა-გაცნობის, დამკვიდრებისა და განმტკიცების.
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლითა და მისი ქადაგებით ქართველმა ერმა, ფაქტობრივად, გაიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება.
როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმიდა ნინომ ქართლში იქადაგა და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გამოცხადდა, ეს მეორე ეტაპი იყო. წმიდა ნინო რომ შემოვიდა, მაშინ ქართველებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობა რა იყო, თუნდაც დაწყებული ქრისტეს კვართიდან, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ანდრია პირველწოდებულის მიერ უკვე ნაქადაგები იყო ქრისტიანული და თემებიც კი არსებობდა. წმიდა ნინოს შემოსვლით კი მოხდა ქრისტიანობის დამკვიდრება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
მესამე ეტაპი კი ასურელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში მაზდეანობა ჭარბობდა და ქრისტიანებს დევნიდნენ, ამ დროს ცამეტი ასურელი მამა მოვიდა, რათა სარწმუნოება განემტკიცებინათ.
წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. წმიდა ნინო კი ჩვენი ერის უდიდესი მფარველია”.
1754065562
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....
1754063525
საზოგადოებასოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს
„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...
1754059100
საზოგადოებანინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...
1754059047
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს
არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...
1754058318
საზოგადოებანინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე
„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...