ე.წ „ფულის გათეთრების საქმეზე“ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ექსკლუზივტივი“ ნინო ლომჯარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ელემენტებს.

სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განიხილავს, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით. სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს კონკრეტული ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ფულის გათეთრების დანაშაულის კონვენციური შინაარსიდან გამომდინარე, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:

პრედიკატული დანაშაულის ჩადენა - ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია, არსებობდეს (როგორც წესი, რეგულარული და არაერთგზის ჩადენილი) დანაშაული, რომლითაც პირმა „შავი ფული“ მოიპოვა. წინამდებარე საქმეში მსგავსი დანაშაულის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის;

უკანონო ლეგალიზაციის სქემა - ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები.

უკანონო ლეგალიზაციის მიზანი - ფულის გათეთრების მიზანს წარმოადგენს წინასწარ უკანონოდ, დანაშაულებრივად მიღებული და წვრილმანი ტრანზაქციების მეშვეობით კანონიერად შენიღბული ფულის უკან დაბრუნება ლეგალურ ანგარიშზე. საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და ფულის გათეთრების დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებაში“- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით  დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔵 „მამუკა ხაზარაძეს დაპატიმრება ემუქრებოდეს და ეკონომიკა კრიზისში გქონდეს“ - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

🔵 მამუკა ხაზარაძე: ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790581319

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

შსს  შსს  შსს

1790581287

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...

დაკავება

1790580705

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიე...

შსს შსს

1790579589

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგ...

მიგრაციის დეპარტამენტი

1790578103

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „თქ...

რატი იონათამიშვილი