"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტი ქალაქ ბუჩაში ჩასვლის საკითხზე უკრაინიდან მიღებული მოსაწვევის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

„საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზედაც მას პასუხი არ მიუღია - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

​წერილი არა თუ გუშინ, არამედ, დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.

უკრაინელი კოლეგის მიწვევას 8 აპრილს განცხადებით უკვე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. 

ამავე თემაზე:

🔵 "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს" - შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში უკრაინელი კოლეგის მოწვევაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი

1791385727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

შალვა პაპუაშვილ