კახეთში ცოლ-ქმარი 8 წლის ბავშვის თვალწინ მოკლეს - შემზარავი მკვლელობის დეტალები

კახეთში ცოლ-ქმარი ბავშვის თანდასწრებით მოკლეს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ოჯახის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი მოკლული ცოლ-ქმრის  8 წლის ბიჭია.  არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მწყემსმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თითო გასროლით მოკლა.  თავდაპირველად მწყემსმა ქმარი მოკლა, ბავშვის დედა კი თავდაპირველად გადარჩა და სწორედ მან დაურეკა პოლიციას და შეატყობინა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაჭრილმა ქალმა სახლის უკან გადაინაცვლა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.  მკვლელმა  8 წლის ბიჭი მკვლელობის შემდეგ მეორე სართულზე აიყვანა და დატოვა. მკვლელი სავარაუდოდ, 30 ათას ლარს ეძებდა.

"ჭიკაანელები ყოფილან ოჯახი ამოწყვიტესო. ბავშვის თანდასწრებით მოუკლავს. 6 თუ 8 წლის არის ბავშვი. ვენახი ქონიათ და ცოლ-ქმარს გაუყიდია, ფულის გულისთვის დახოცა", - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

შემთხვევა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵16 წლის მოზარდს რუსეთში 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კომპიუტერულ თამაშში ეფესბეს შენობის „დანგრევის“ მცდელობისთვის

🔵საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773863606

ახალი ამბები

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიცი...

პაატა სალია

1773862054

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა...

მიხეილ ყაველაშვილი

1773859497

ახალი ამბები

ბელგიის საელჩო: ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას

საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში. „ჩვენ ვაღიარებთ...

ააა

1773857843

ახალი ამბები

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა. საქართველოს საპატრიარქო ტახტი...

ილია მეორე

1773856106

ახალი ამბები

ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...

საქართველოს მთავრობა