"მიდის საუბარი, ღარიბაშვილის გამოცვლაზეც" - ოპოზიცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები -  ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლება, ხალხის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის და ის მხოლოდ ფასადური იქნება.

მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა გადაწყვეტილება ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იქნება ა სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ სად და როდის წავა.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არც იმას გამორიცხავს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილსაც დაატოვებინონ თანამდებობა:

სამთავრობო ცვლილებების პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არანაირი საკადრო პოლიტიკა არ არსებობს, რომელიც ადამიანების კომპეტენციით, პროფესიონალიზმით ან ქვეყნის ინტერესით არის განსაზღვრული. როგორც წესი, ეს არის ხოლმე, შიდა ომები და ლოიალობის საკითხები ივანიშვილის მიმართ. მათ შორის ამ ნიშნით არჩევს და ცვლის ის პრემიერ-მინისტრებს.

დიდი ხანია მიდის საუბარი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გამოცვლაზეც, და არც გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. 
 გახარიას გუნდში ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებებით, ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, "ამ გადაადგილებით ჯამი არ იცვლება".

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ცვლილებები, ან ვინ-ვის შეცვლის, ეს უკვე არსებითი აღარ არის. მნიშვნელოვანი აღარ არის მარტივი მიზეზის გამო - უბრალოდ შედეგი არ იცვლება. რეალურად, მოქალაქისთვის არაფერი სასიკეთო არ ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაადგილებით, ჯამი არ იცვლება"- განუცხადა "პირველებს" დაუშვილმა. 
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი როგორც უნდა ყველას ისე ნიშნავს და ხსნის".

"ოცნებამ მმართველობის მეათე წელს მიაღწია იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი" - თქვა მან.

როგორც ყოველთვის, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ მმართველ გუნდში.

შესაძლო საკადრო ცვლილებებზე, რაზეც კითხვას მისვამთ,  არ მაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, არ ვადასტურებ. 
"პირველების" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იცვლება ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  არ არის გამორიცხული ღარიბაშვილმა სახლში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც გაუშვან. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი

🔵ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლების ერთადერთი საშუალება არის დესტაბილიზაცია ქვეყანაში - ნანა კაკაბაძე

🔵საქართველოში, ბოლო 24 საათში, მხოლოდ 722 ადამიანი აიცრა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791806427

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის

„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1791805123

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს

„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791800571

საზოგადოება

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...

ირაკლი კობახიძე

1791800159

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით

„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1791799267

საზოგადოება

კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?

„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...

კახა კალაძე