კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის ლიდერების პოსტების მხარდასაჭერად არაავთენტიკური გვერდები შეიქმნა.
კახა კალაძემ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაავთენტიკური გვერდების გამოყენება არ სჭირდება, რადგან მათ საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვთ.
„მარტივ შეკითხვას ვსვამ: ვისგან ფინანსდება „სამართლიანი არჩევნები“? ვნახოთ, საიდან იღებს დაფინანსებას და თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება ძალიან მარტივად. ჯერ „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? აგერ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები კონკრეტულ ქალაქებში.
აი, ეს არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. იცით, რა არის პრობლემა? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ.
ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი, რომ რაც უფრო მალე დაანახებთ რეალობას, უფრო კარგი იქნება თქვენთვის. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი, შეფასება გააკეთო და სწორი დასკვნები გამოიტანო შენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...



























