პარლამენტის თავმჯდომარე: სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზად ვართ, უკრაინას გვერდში დავუდგეთ

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ ყველა ქმედითი ინსტრუმენტი, რათა ომი შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული თანადგომისთვის მზად არიან.

„სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება. ახლა მთავარი ამოცანა არის, ომი შეჩერდეს და არ იყოს დაშვებული მისი ფართომასშტაბიანი ესკალაცია. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიყენონ ყველა ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს.

რა თქმა უნდა, სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. დღეს ერთადერთი ამოცანაა ომის შეჩერება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით. რაც შეეხება ჰუმანიტარულ თანადგომას და დახმარებას, ამ თვალსაზრისით მზად ვართ, უკრაინას გვერდში დავუდგეთ.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს! - კახა კალაძე

🔵  საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვეფოფვაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა! - ილია მეორე

🔵 უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ტექნიკა და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა - უკრაინული მედია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793728972

საზოგადოება

პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...

ირაკლი კობახიძე

1793727897

საზოგადოება

პრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა

„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე

1793727078

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1793725957

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი  კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც.  ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...

ყვითელი ლენტი

1793724509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...

ირაკლი კობახიძე