რა გსურთ? საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა? - რობერტ სტურუა კელი დეგნანს მიმართავს

რეჟისორი რობერტ სტურუა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილს აქვეყნებს და აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს:

ძვირფას ქალბატონს, საქართველოში მყოფს, დიდად პატივცემულ ამერიკის ელჩს, მისს კ ე ლ ი  დ ე გ ნ ა ნ ს!
ოღონდ ერთი მთავარი და აუცილებელი თხოვნა უნდა შემისრულოთ:
არ მისცეთ სათარგმნელად ეს ჩემი თითქოს ვულკანიდან ამოხეთქილი “ემოციის ლავა” თქვენს მომხიბლავ ნაცისტ გოგონებს - ისინი არ გითარგმიან ზუსტად ჩემს გულის ნადებს,
ისევე, როგორც ოსტატურად გიმალავენ სიმართლეს და არაფერს გიყვებიან საქართველოს დაუძინებელ
მტრებ-ნაცისტების ინტრიგებზე!
მაშ ასე, ვიწყებ!
რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს “ბანანის რესპუბლიკის” მკვიდრნი ვიყოთ - და რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევურიგდეთ ოპოზიციას, სრულიად ზნედაცემულ ადამიანებს, ვისთვისაც ფულის, მთავრობის სავარძლების “პედოფილური” სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ?!
პირველად კაცობრიობის ისტორიაში დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, პუტინს მკვლელი უწოდა!
გადაამოწმეთ CIA-ს მონაცემები და დარწმუნდებით რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მაფიას ზუსტად იგივე დანაშაული მიუძღვის! მე ვფიქრობ, რომ თქვენნაირმა პროფესიონალმა ეს ძალიან კარგად იცის!
მაშ რას ერჩით საქართველოს?
რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს?
რა გსურთ?
1. საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა?
2. ერთმანეთი დავკლად და აქ
3. “აკაპულკო-კურორტი” გაგაშენებინოთ ვიღაც უსაქმურ ტურისტებისთვის.
4. თუ მეორე ფრონტი გავხსნათ ოკუპირებულმა ქვეყანამ,
(ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა აქმრებმა ერთი მესამედი საქართველოსი რუსებს რომ ჩააბარეს) გავხსნათ მეორე ფრონტი და
გ უ დ ბ ა ი!
(ამასაც ქართულად ვწერ და ძალიან გთხოვთ, ზუსტად გითარგმნონ თქვენმა გაპრანჭულმა, ვითომ პატრიოტ გიორლსებმა?)
5. ან იქნებ გსურთ სასწრაფოდ სანქციები დავაკისროდ რუსეთს: აღარ მივყიდოთ მჟავე მანდარინები და
რამდენიმე ბოთლი ტკბილი “ხვანჩკარა”(იცით ალბათ, რომ ბევრი არ მოდის)?
გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თქვენთვის ო’ჰენრის “მეფეები და კომბოსტო” არის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების მოდელი?
ბოდიშს გიხდით ასეთ ემოციური წერილის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იქნებ მეტი თავისუფლების უფლება მოგვცეს ამრიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მისს კელი დაგნანმა?!..
ზოგჯერ მაინც!..
რა, არ გვაქვს უფლება?
ვერ აგვიხსნია, რატომ გსურთ, თანაც ასე დაჟინებით, რომ ქედმაღალი და ამპარტავანი დიდი ქვეყნების მითითებით პატარა უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანამ, ერთი ციცქნა საქართველომ ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ!
გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინდა?!
არ გახსოვთ, ჩვენ საკმარისად რომ ვიომეთ!
დაგავიწყდათ?
ის თუ გახსოვთ - დახმარების ნაცვლად თქვენმა ქვეყანამ დასალევი წყალი რომ გამოგვიგზავნა!
ამავე დროს კი გულთბილი სერიოზულობით ქართველების მტრებს, ქურდბაცაცებს, ძალაუფლებით დაკაეფებულ მკვლელებთან სემინარებს აწყობთ ბაკურიანში!
რატომ???
ეს იგივეა, ამერიკელებს რომ შევძახოთ: ახლავე შეურიგდით
ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს
და ერთად გაუძეხით ბრწყინვალე ქვეყანასო?!
ვერ მოასწარით: ეპშტეინმა საეჭვოთ მოიკლა თავი ნიუიორკის ციხეში.
ჩვენ კი მრისხანეთ მიგვითითებთ:
“ა ხ ლ ა ვ ე შ ე უ რ ი გ დ ი თ
ქ ა რ თ ვ ე ლ ე პ შ ტ ე ი ნ ე ბ ს!”
რ ა ტ ო მ ?
ფოტოზე: საქვეყნოდ ცნობილი თქვენი საეჭვო ჯეფრი ეპშტეინი!",-წერს, რობერტ სტურუა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵დავიღალე იმასთან ბრძოლით, რომ ჩემი ქმარი ჩემს დედამთილს, თითქმის, წმინდანად რაცხავს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ის აღარ არის

🔵მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნოსტრადამუსის უტყუარი წინასწარმეტყველება

🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791351053

ახალი ამბები

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთ...

შალვა პაპუაშვილ

1791351008

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები

პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დად...

თენგიზ შარმანაშვილი

1791349190

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდ...

ამინდი ამინდი

1791318892

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ცვლილება შეეხებათ პირებს, რომელთა აქტივები 1 მილიარდ ფორინტს (3.08 მი...

უნგრეთის მთავრობა

1791314987

ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე...

მოძრაობა აკრძალულია