რუსთაველზე არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 ადამიანის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველზე არა 10-15, არამედ 200 ათასი ადამიანი უნდა შეიკრიბოს, რათა ხელისუფლება შეიცვალოს. 

ხაბეიშვილის თქმით, აქციები შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ვინაიდან „ეს არის ღირებულებების და მიზნის გარშემო გაერთიანება“.

„დღეს ვნახეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, შესაბამისად „ქართული ოცნება“ უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინაშე. ნურავის ნუ ჰგონია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს თმის ღერი ჩამოუვარდება, პრობლემები არ შეექმნებათ, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

მოთქმა-გოდების და პანიკაში ჩავარდნის დრო არ არის, უნდა ვმობილიზდეთ და ვემსახუროთ ერთ კონკრეტულ მიზანს - რუსული პარტიის დასრულებას საქართველოში. რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური და შეძლებადი თუ მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს არჩევნებზე. ჩათვალეთ, რომ ტარდება რეფერენდუმი და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ცხადია ეს შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ეს არის ღირებულებების და მიზნის გარშემო გაერთიანება. მნიშვნელოვანია 200 000 ადამიანი შეიკრიბოს დედაქალაქის ცენტრში და მოვაწყოთ სახალხო ზეიმი, სადაც რუსული პარტია იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ეს არის ომის პარტიის “მიღწევები” მოკლედ. ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?! - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

🔵არალეგალურად დასაქმებული ჭურჭლის მრეცხავი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

🔵პირბადე მაინც რჩება საუკეთესო უნივერსალურ კოვიდსაწინააღმდეგო იარაღად - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775238281

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...

საქართველოს სპორტის სამინისტრო

1775236622

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...

თინათინ რუხაძე

1775234180

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...

ეროვნული გამოცდები

1775232662

ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

1775230611

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...

ეკლესია