სახალხო დამცველი პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. საელჩო აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ სახალხო დამცველის მთელ გუნდს.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მუხიანში, პენსიონერი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს - მკვლელობის რა მოტივები სახელდება მიზეზად?  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747117972

საზოგადოება

გიორგი ხოჭავა: სააკაშვილის რეჟიმი არაადამიანურად მომექცა, კომისიის მიმართ ჩემი მოთხოვნა იქნება, დადგეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიკვიდაცია

საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი ხოჭა...

გიორგი ხოჭავა

1747117318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტს და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობაიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.  „რამდენიმე კვირ...

ირაკლი კობახიძე

1747115192

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ

„სინამდვილეში, კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი ამომრჩ...

დავით მათიკაშვილი

1747113584

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, მგონი, ეჭვი არავის არ ეპარება, ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება

„უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, მგონი, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება“, - ა...

ლევან მაჭავარიანი

1747112528

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა საქართველოს პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე დღეს 13 მაისს, მიწვეულია გიორგი ხოჭავა, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.   ...

 დროებითმა საგამოძიებო კომისია