"10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით" - სოსო გოგაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან

"16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ რაშისტი ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და გაიშნიკებმა. დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები", - ამის შესახებ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

"უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა ძაღლობამ, რითაც გადააქცია ოცნებამ ძალოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა ,,თევზი თავიდან ყროლდება’’.

ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება.

ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხომ კარგად იცით თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ.

შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი.

მათ მინდა მივმართო კითხვით - თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში.

რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით? სუსის ოფიცრებმა ხომ კარგად იცით, ვინ არიან ადამია და რომანოვსკი? (ვისი საჩივრითაც აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ).

ისინი რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობენ, ესეც ხომ იცით?

10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით.

პრივილეგირებულ კრიმინალებს, რომლებსაც მფარველობს ოცნება, თქვენ ახლოსაც ვერ ეკარებით.

ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ ძაღლობაში, რა ხელფასსაც იღებთ - ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს.

ეს ყველა უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ.

ეს არ არის სხვისი ჭირი, გეყოთ გამბედაობა ემსახუროთ საქართველოს და არა პუტინის ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს.

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი", - წერს გოგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "კრიტიკულად აუცილებელია, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ" - ანა ბუჩუკური

* "ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება" - ჰერმან საბო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789636419

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით, უსაქმურები არიან, ზღვარს ქვემოთ დაშვებული რეიტინგით

„ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა...

დავით მათიკაშვილი

1789635516

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: გვჭირდება მეტი გენერაცია, ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები

„ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს...

მარიამ ქვრივიშვილ

1789634338

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

„ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე

1789633657

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია

„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789633371

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე

„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკ...

მარიამ ქვრივიშვილი