8 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 - დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6 -მდე საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757242324

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...

გიორგი სოსიაშვილი

1757240291

საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....

 გიორგი კაპანაძ

1757237703

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი

დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზ...

სვიმონ ჯანგულაშვილი

1757234239

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა

დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...

დონალდ ტრამპი

1757232204

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა

ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...

Eurobasket