"ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი" - დიმიტრი ხუნდაძე, კელი დეგნანის მიხეილ ყაველაშვილისადმი ღია წერილის საპასუხო განცხადებაზე

"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, კელი დეგნანის პასუხს მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილზე.
"არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს.
მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება.
ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.
დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური.
ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს.
ამ კითხვებს გვისვამენ პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ.
როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე.
და თუკი ეს დუმილი ან იგნორირება, მით უმეტეს შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს", - განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა.
როგორც ყაველაშვილი აცხადებს, ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას".
ამავე თემაზე:
* "სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე" - კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმაურება
* "კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს" - ირაკლი კობახიძე ყაველაშვილი-დეგნანის განცხადებებზე
1750613960
ახალი ამბებიუკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე რუსეთ-უკრაინის ომში 81-ზე...
1750612996
საზოგადოებაავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაო...
1750612174
მსოფლიო„დემოკრატი“ კონგრესმენი: ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ
ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, მელანი სტენსბერიმ. „პრეზიდენტმა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება განახორც...
1750609617
მსოფლიოირანული მედია: ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ი...
1750606941
მსოფლიოაშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან...